მომგებიანობით საბანკო სექტორის ლიდერი „პროკრედიტ ბანკია“ - რეიტინგი

მომგებიანობით საბანკო სექტორის ლიდერი „პროკრედიტ ბანკია“ - რეიტინგი

access_time2022-02-09 11:00:21

2021 წელს საქართველოში მოქმედმა 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ სექტორის 2020 და 2019 წლების ჯამური წმინდა მოგება 1.05 მილიარდ ლარს უმნიშვნელოდ აღემატებოდა.


2021 წლის 31 დეკემბრის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 940 მილიონიანი წმინდა მოგება თიბისი ბანკს ჰქონდა, მეორე ადგილს კი „საქართველოს ბანკი“ 831.9 მლნ ლარის წმინდა მოგებით იკავებს. მესამე ადგილზე „პროკრედიტ ბანკია“, რომლის წმინდა მოგებამ 62,432,332 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკის აქტივების ზომა სულ რაღაც 1,851,836,394 ლარია.


წმინდა მოგება/ზარალის და აქტივების მიხედვით ქართული ბანკების რეიტინგი ასეთია:

თიბისი ბანკი - 940,330,426 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 23,405,201,114 ლარი;

საქართველოს ბანკი - 831,973,935 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 21,788,183,848 ლარი;

პროკრედიტ ბანკი - 62,432,332 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,851,836,394 ლარი;

ლიბერთი ბანკი - 44,901,669 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 3,111,348,075 ლარი;


ბაზისბანკი - 43,753,091 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,868,427,282 ლარი;

ვითიბი ბანკი ჯორჯია - 37,829,667 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 2,145,623,513 ლარი;

ქართუ ბანკი - 34,018,499 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,223,891,307 ლარი.

ტერაბანკი - 30,004,456 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,351,301,106 ლარი;

კრედო ბანკი - 27,348,362 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,787,839,284 ლარი;

ხალიკ ბანკი საქართველო - 20,796,272 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 979,334,132 ლარი;

იშ ბანკი საქართველო - 11,287,004 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 376,723,740 ლარი;

ზირაათ ბანკი საქართველო - 2,662,945 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 148,973,629 ლარი;

სილქ როუდ ბანკი - 828,932 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 90,882,788 ლარი;

პაშა ბანკი საქართველო - 6,152,902 ლარის ზარალი, აქტივების ზომა 438,733,975 ლარი;


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up