მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ შაიშმელაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ - USA2GEORGIA-ს საქმეზე ისაუბრა.
მისი თქმით სააგენტოსა და USA2GEORGIA-ს შორის დადებულია „პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება“. ამ შეთანხმებით USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება, რომ კონკრეტულ ვადაში კონკრეტული მომხმარებლების უფლებებს აღადგენს და თავის სავაჭრო პოლიტიკას კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს.
„ამ პერიოდში შეგვიძლია ინფორმაციის გამოთხოვა, მაგრამ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ საქმიანობას. ვადები ჯერ არ გასულა. მონიტორინგს ვახორციელებთ. გვქონდა შემთხვევები, როცა მომხმარებლები მოგვმართავდნენ, რომ აპლიკაციას ვერ ავსებდნენ. ამასთან დაკავშირებით USA2GEORGIA-ს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვქონდა. ხარვეზები, რაც აპლიკაციის შევსებასთან იყო დაკავშირებული, აღმოიფხვრა. როგორ განხორციელდება დანარჩენი ვალდებულებების შესრულება, დავაკვირდებით. ვადის გასვლის შემდეგ ველოდებით, რომ მოვაჭრემ წარმოგვიდგინოს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ,“ - განაცხადა მარიამ შაიშმელაშვილმა.