TBC ბანკმა საწვავზე, მომხმარებლის დანახარჯების აღდგენის დინამიკა გამოაქვეყნა.
15-20 დეკემბრის პერიოდში, უნაღდო დანახარჯების ზრდა საწვავზე, თიბისი ბანკის არხებით, კვლავ შემცირდა და წლიურად -15% შეადგინა. ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი მცირედით შემცირდა და 54 ლარს გაუტოლდა.
მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, შენელდა და 2021 წელთან შედარებით 21%-ს გაუტოლდა. საშუალო დანახარჯი ტრანზაქციაზე შემცირდა და 77 ლარი შეადგინა.