მომხმარებლის მხრიდან ფეხსაცმელების და ჩანთების რესტავრაციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა - Hamptons & Soles

მომხმარებლის მხრიდან ფეხსაცმელების და ჩანთების რესტავრაციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა - Hamptons & Soles

access_time2022-10-28 13:00:06

Hamptons & Soles მომხმარებელს ძვირფასი ჩანთების და ფეხსაცმლის რესტავრაციას და განახლებას სთავაზობს. 2018 წელს კომპანიამ ფუნქციონირება ავტოსალონების რესტავრაციით დაიწყო.  როგორია სერვისის მიმართ მომხმარებლის ინტერესი და რა  გამოწვევების წინაშე დგას კომპანია ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ Hamptons & Soles–ის  დამფუძნებელმა ირაკლი ბაღოშვილმა ისაუბრა. კომპანიის დამფუძნებლებმა ტყავის რესტავრაცია გერმანიაში შეისწავლეს და კომპანია საქართველოში შექმნეს, მათი თქმით, ასეთი სერვისი საქართველოში პირველია.

 

„როდესაც მუშაობა დავიწყეთ, დავინახეთ, რომ ეს ძალიან ფართო სფეროა. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საქმიანობის არეალი გაგვეფართოებინა და ავტომობილების სალონებთან ერთად ფეხსაცმელის  და ჩანთების რესტავრაციაზეც გვეზრუნა. თავიდან ეს სერვისიც ავტომობილებთან ერთად გვქონდა ცენტრში გაერთიანებული, თუმცა  ჩანთებსა და ფეხსაცმელებზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ გადავწყვიტეთ გაგვეცალკევებინა და ბრენდი Hamptons & Soles დავაფუძნეთ.

 

ფეხსაცმლის და ჩანთის მიმართულებით ბაზარი არ შეგვისწავლია. ჩვენ კვლევა მანქანების მიმართულებით ჩავატარეთ და ძალიან დიდი ბაზარი აღმოჩნდა, თუმცა მივხვდით, რომ ჩანთების და ფეხსაცმელების რესტავრაციაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.  მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩაცმა და ძვირფასი ნივთები ბევრ ადამიანს უყვარს. რაც შეეხება ჩვენ მომხმარებელს, მათი 90%  ქალია“, - აღნიშნა ირაკლი ბაღოშვილმა.

 

ბაღოშვილის თქმით, კომპანიას პრემიუმ ხარისხის მასალები საფრანგეთიდან შემოაქვს. მისივე თქმით, მასალა 35%-ით ფუტკრის  ცვლისგან შედგება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ტყავს პირვანდელი სახე  დაუბრუნდეს, არ მიეკაროს წყალი და  სხვადასხვა ზემოქმედებისგან დაცული იყოს.


 

„სხვათა შორის ნივთის მოწესრიგება ისე არის შესაძლებელი, რომ მას პირვანდელი ან პირვანდელზე უკეთესი  შესახედაობა შევძინოთ. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად  ფეხსაცმელს ფერი იმდენად აქვს გადასული, რომ პირვანდელი ფერის  აღდგენა შეუძლებელი ხდება. შესაბამისა, მომხმარებელი ჩვენ გვენდობა. მიახლოებით ფერს გვეუბნებიან და შეიძლება  20-30% -იანი სხვაობა მივიღოთ, თუმცა მომხმარებელს შედეგი უფრო მოეწონოს“ -  აღნიშნა ირაკლი ბაღოშვილმა.

 

ბაღოშვილის თქმით, როგორც  ყველა სხვა ბიზნესს ინფლაცია კომპანია Hamptons & Soles – საც შეეხო. ბაღოშვილის თქმით, ევროპაში ნავთობის და  გასის ფასის ზრდის  გამო  მწარმოებლებს თითქმის  ყოველ თვე უწევთ პროდუქციაზე ფასების 5-10%-ით მატება, თუმცა Hamptons & Soles-ი ასეთი ტემპით მომსახურებას ვერ  აძვირებს. ბაღოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მომსახურებაზე ფასების დაახლოებით 30%-იანი ზრდა მოუწიათ.


ბაღოშვილმა გადაცემაში საუბრისას კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ  ეს სფერო  საქართველოში ახალია, კომპანიას უწევს ისეთი კადრების აყვანა, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ და პროფესიას ადგილზე სწავლობენ. მისივე თქმით, კომპანიაში სჭირდებათ ისეთი კადრები, რომლებსაც ვიზუალური აღქმის და ფერებზე  მუშაობის კარგი უნარი აქვთ, შესაბამისად სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან თანამშრომლობენ.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up