მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა — ზურაბ აზარაშვილი

მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა — ზურაბ აზარაშვილი

access_time2023-04-01 23:46:54

„მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს", - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.  


ჯანდაცვის მინისტრმა, გასულ თვეებში, ფარმაცევტულ ბაზარზე, მედიკამენტების ფასის ხელოვნურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განახლებული კანონპროექტი, სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. მისივე თქმით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, უწყებას დარღვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა მიეცემა. 


„საქართველოს მაგალითი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი იქნება სოციალური პასუხისმგებლობის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან",- აღნიშნა მინისტრმა,  სხვადასხვა წამლებზე და მათ შორის ძვირადღირებულ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების გაძვირების საკითხთან დაკავშირებით. 



 ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფომ 1100 მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი უკვე დაადგინა. უწყება, ამ მიმართულებით გაწერილ გეგმას მიყვება და რეფერენტული ფასი, სხვა პრეპარატებზეც დაწესდება. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, პირდაპირ შესყიდვებზე მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ ქვეყნებში, ვიზიტებიც დაიგეგმება. 


„მარტივად რომ აგიხსნათ, ონკოლოგიურ პაციენტს, წლის განმავლობაში აქვს ლიმიტი - 25 000₾. ადრე თუ ყიდულობდა 10 კოლოფს, მას შემდეგ რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეს წამლები გააძვირეს, იყიდის 3-4 კოლოფს და აქედან გამომდინარე, ეს ლიმიტი ძალიან სწრაფად ამოიწურება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც  მწარმოებელთან პირდაპირი შეთანხმებები გვექნება, ძველ ნიშნულთან შედარებით ეს ფასები კიდევ უფრო გაიაფდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებზე სრულად დავუკმაყოფილოთ მოთხოვნა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტების შემთხვევაში, ონკოლოგიური პრეპარატების შესყიდვა,  40-50%-მდე ნაკლებ ფასად გახდება შესაძლებელი, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, პაციენტისთვის, პრეპარატებზე განსაზღვრული ლიმიტი სრულად მოხსნას.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up