მომზადებული ვართ და ამ პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს - ივა ჭყონია

მომზადებული ვართ და ამ პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს - ივა ჭყონია

access_time2020-04-14 10:00:19

„უახლოეს მომავალში იმის საფრთხე, რომ რიგ კვების პროდუქტებზე ფასები რადიკალურად გაიზარდოს, არ არის.  თუმცა ზოგ ბრენდირებულ პროდუქტზე შესაძლოა მივიღოთ გაძვრებული ფასები.  ძირითად  იაფ ასაწონ პროდუქტზე კი ღირებულება შენარჩუნდება.“ - ბიზნესმენი ივა ჭყონია „კომერსანტთან“ რუსეთიდან კვების პროდუქტების აკრძალვასა და ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე ფასის გაძვირების  რისკებზე საუბრობს.


წიწიბურა, ბრინჯი, ხახვი და ნიორი, მზესუმზირის თესლი, სოიოს ნაწარმი - ეს ის პროდუქტებია, რომელიც საქართველოში 70 პროცენტით რუსეთიდანაა იმპორტირებული, დღეიდან  კი ამ პროდუქტების ექსპორტი რუსეთის ფედერაციამ 30 ივნისამდე აკრძალა. ხომ არ შეიქმნება ხსენებული პროდუქციის დეფიციტი და რა ალტერნატიული ბაზრების გამოყენება შეუძლიათ ქართველ იმპორტიორებს მარაგების შესავსებად? ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენი ივა ჭყონია განმარტავს, რომ ალტერნატიული გზები შემუშავებულია და პროდუქციის მარაგიც არსებობს, თუმაცა ხალი ბაზრებიდან საქონლის შემოტანა დროსა და მეტ რესურსს მოითხოვს.


„ორი კვირის წინ, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მინისტრის ხელმძღვანელობით შტაბი შეიკრიბა, იმპორტიორი კომპანიები გარკვეულწილად მზად ვიყავით რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებებისთვის, რადგან ის ჩვენთვის არამყარი პარტნიორია. შესაბამისად, დავიწყეთ მზადება იმპორტიორებმა ბაზრების დივერსიფიცირებისთვის.  გვქონდა შექმნილი ამ პროდუქტების მარაგები სხვადასხვა ბაზრიდან, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ასევე ევროპის.  აშშ-ს ბაზართანაც  აქტიური მუშაობა დავიწყეთ. ისეთი პროდუქტების შემოტანა, როგორიცაა ბრინჯი წიწიბურა, ბურღული და ა.შ. ალტერნატიული ბაზრებიდან მოხდება. ერთი მინუსი, რაც შეიძლება ამგვარ დივერსიფიცირებას ჰქონდეს არის ის, რომ რუსეთიდან შემოგვქონდა სწრაფად და ნაკლები ლოგისტიკური ხარჯებით, ამ ბაზრებიდან კი პროდუქტის შემოტანა რამდენიმე კვირას მოითხოვს და ლოგისტიკის ხარჯებიც მეტია.  თუმცა, მომზადებული ვართ და ამ პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.“ - განმარტავს ბიზნესმენი.


როგორც ცნობილია, ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო  - ეს ის პროდუქტებია, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის მიხედვით ფასის გაზრდა არ მოხდება ვალუტის კურსის გავლენით. როგორც ლევან დავითაშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონკრეტული ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფო ამ 9 პროდუქტზე გაცვლითი კურსის ზრდით გამოწვეულ ფასის ცვლილებას აანაზღაურებს.



რამდენად მოხდება ამ პროდუქტებზე ფასის შენარჩუნება ამ პროგრამით, თუკი რუსეთმა, რომლის პროდუქციაზეც თითქმის სრულად იყო საქართველო დამოკიდებული, 30 ივნისამდე შეწყვიტა კვების პროდუქტების ექსპორტი? ივა ჭყონია განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებული პროდუქცია საქართველოშიც გაძვირდება, მაგრამ იაფ ასაწონ პროდუქტებზე ფასი შენარჩუნდება.


„ის, ვინც მიიღებს  მონაწილეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში,  რა თქმა უნდა პროდუქტის გაძვირებას შეაჩერებს. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ თუ პროდუქტის თვითღირებულება მწარმოებელი ქვეყნიდან იქნება ძვირი მაშინ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ამ კვების პროდუქციის გაძვირება.  ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ის, რომ პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნას, ეს უკვე აღმოფხვრილია. ზოგიერთი საქონელი, საერთშორისო ბაზარზეა გაძვირებული  და ამიტომ ხდება ფასის აწევა და არა იმიტომ, რომ ვიღაცა ამაზე ხელს ითბობს.


სოფლის მეურნეობის პროგრამა ნიშნავს იმას, რომ კურსის დაზღვევა ხდება 3,0-ზე . ეს არ ეხება პროდუქტებს რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ძვირდება,  საინვოისო ფასს ვერ ვეხებით. სახელმწფო კურსს უზღვევს ამ პროდუქციას, მაგრამ კურსის დაზღვევა თავისი არსით არ გულისხმობს იმას. რომ თუ ბაზარზე გაძვირდა ეს საქონელი, სახელმწიფო იმასაც დააზღვევს .“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ.  

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up