„მონოპოლისტები ფასებს მაქსიმალურად ინაჩუნებენ“ - რატომ არ იაფდება პროდუქტი?

„მონოპოლისტები ფასებს მაქსიმალურად ინაჩუნებენ“ - რატომ არ იაფდება პროდუქტი?

access_time2023-04-05 10:00:45

თებერვალში ეკონომიკური გუნდის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღეს, რომ ფასების „რეგულირებისთვის” ახალ კანონპროექტზე ემუშავათ. თუმცა მთავრობის მცდელობას ის შედეგი არ მოაქვს, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული. კონკურენციის სააგენტო პრემიერის დავალებით მაღალი ფასების გამოწვეულ პრობლემებს სწავლობს, რომლის შედეგად ირკვევა, რომ ქვეყანაში ბიზნესი მონოპოლიური სქემებით იმართება, რაც ბაზარზე ფასების შესამცირებლად მთავარი დაბრკოლებაა.


ეკონომისტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ თითქმის ყველა სეგმენტში, სადაც ბაზრები ნაკლებად დივერსიფიცირებულია და იმპორტიორი კომპანიების რაოდენობა მცირეა, ვითარება რთულადაა, შესაბამისად სრული საფუძველია, რომ ოლიგოპოლიურ რისკებზე თამამად დაიწყოს საუბარი და მთავრობამ ამ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნოს, რადგან საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება.


ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ მონოპოლიური ნიშნები ბევრი მიმართულებით იკვეთება და ფასების შემცირება გართულებულია განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც ნაკლებია კონკურენცია.


,,მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, ფასების ზრდის ტემპიც თანდათან მცირდება, რასაც ის მდგომარეობაც უწყობს ხელს, რომ ლარი საკმაოდ გამყარებულია. თუ არსებული ტემპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, ინფლაციის დონის კლება კიდევ გაგრძელდება.



რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კარტელურ გარიგებებს გარკვეულ სექტორებში, უნდა ითქვას, რომ ზოგან გაიაფების ტენდენცია არ შეინიშნება და ამას დრო სჭირდება, მაგრამ ზოგან, სადაც უფრო მონოპოლიზებულია სექტორი, იქ მონოპოლისტები ფასებს მაქსიმალურად ინაჩუნებენ“, - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.


ეკონომისტი ამბობს, რომ ოლიგოპოლიებთან დაკავშირები საფუძვლიანი ეჭვებია და ეს ფაქტები კონკურენციის სააგენტომ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს. აკაკი ცომაიას თქმით, ლარის კურსი ცხადია ხელს უწყობს იმას, რომ ფასების დონე არ გაიქცეს ზემოთ, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელია საგარეო მოთხოვნის ზრდის შემცირდება.


„თუმცა რთული საპროგნოზოა, თუ როგორი იქნება ლარის კურსი მომავალში. როდესაც საქმე ეხება ინფლაციას აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად თუ მოთხოვნის ზრდის შენელება ცხადია, რომ ეს რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება“,  განმარტა აკაკი ცომაიამ.


მთავრობის ინფორმაციით, ფასების რეგულირების საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს. თავად ეს დირექტივა კი „ფასნამატს“ ან „მარჟებს“ არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up