მონტენეგრომ რუსეთის 34 სანქცირებულ მოქალაქეს ქონება დაუყადაღა.
ადგილობრივი გამოცემა Vijesti წერს, რომ მათ შორის არიან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები და სხვა თანამდებობის პირები. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსეი გრომოვი, რომელსაც კრემლის პროპაგანდის კურატორს უწოდებენ.
დაყადაღებულია ჯამში 44 ერთეული.
მონტენეგრო რუსებში პოპულარული ქვეყანაა, სადაც ხშირად მიდიან დასასვენებლად და ყიდულობენ უძრავ ქონებას.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იძულებული გახდა გაეუქმებინა ვიზიტი სერბეთში, რადგან მისმა მეზობელმა ქვეყნებმა ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ რუს მაღალჩინოსანს საჰაერო სივრცე დაუკეტეს.