მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი სავალდებულო თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც 23 დეკემბერს COVID-19 დაუდასტურდა.
„პრეზიდენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს. დამტკიცებული ეპიდემიოლოგიური ზომების შესაბამისად, იგი თვითიზოლაციაში რჩება და ჩვეულებრივად აგრძელებს საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებას“, - ნათქვამია ჯუკანოვიჩის აპარატის განცხადებაში.
ავადმყოფობის გამო, მონტენეგროს პრეზიდენტმა გააუქმა რამდენიმე დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა, მათ შორის, ვეღარ მიიღებს ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ თურქეთის პარლამენტის სპიკერ მუსტაფა სენტოპს.
59 წლის მილო ჯუკანოვიჩი, ხან პრეზიდენტის და ხან პრემიერ-მინისტრის რანგში, 30 წლის განმავლობაში უდგას სათავეში ნატოს წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, იუგოსლავიის ფედერაციის ყოფილ რესპუბლიკას.
მონტენეგროში, სადაც 620 000 ადამიანი ცხოვრობს, COVID-19-ის ინფექციის შედეგად დაავადდა 161 944 და გარდაიცვალა 2385 ადამიანი.