საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody's-მა 14 ივლისს განაცხადა, რომ ბელარუსის საგარეო ვალზე ადგილობრივი რუბლით გადახდები დეფოლტია. ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
28 ივნისს მინისტრთა საბჭომ და ბელარუსის ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტეს უცხოური ვალუტის დავალიანება ბელარუსული რუბლით გადაიხადონ.
29 ივნისამდე ბელორუსს უნდა გადაეხადა კუპონი Eurobonds-2027-ზე 22,9 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტით, მაგრამ კუპონი ბელარუსულ რუბლებში გადაიხადა.
კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო, Fitch-მა ბელარუსის გრძელვადიანი რეიტინგის დაქვეითების შესახებ განაცხადა და დაიწყო წინასადეფოლტო საშეღავათო პერიოდი.
13 ივლისს ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იძულებული იყო ვალი ბელარუსული რუბლით დაეფარა, რადგან სანქციების გამო Citigroup-მა და Citibank-მა შეწყვიტეს ქვეყანასთან მუშაობა და გადახდები ევროობლიგაციებზე.