საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Moody's რუსეთი გააფრთხილა დეფოლტთან დაკავშირებით, თუ მოსკოვი სახელმწიფო ვალებს 4 მაისამდე არა რუბლში, არამედ მყარ ვალუტაში არ გადაიხდის. ამის შესახებ RBC-Ukraine სარეიტინგო კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„4 აპრილს რუსეთმა 2022 და 2042 წლებში დასახური ობლიგაციების საფასურის ორი გადახდა რუბლში განახორციელა და არა აშშ დოლარში, რაც ობლიგაციებზე თავდაპირველად გაფორმებული კონტრაქტების პირობებს სცდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა დეფოლტი დადგეს, თუ ობლიგაციები 4 მაისამდე – საშეღავათო პერიოდის ბოლომდე არ დაიფარება.
Moody's–ში ასევე აღნიშნავენ, რომ ობლიგაციების დაფარვას არსებული კონტრაქტები მხოლოდ აშშ დოლარში ითვალისწინებენ.