მოქალაქე პარლამენტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას სთხოვს - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივა

მოქალაქე პარლამენტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას სთხოვს - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ინიციატივა

access_time2022-11-14 13:30:13

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელებს, რომელიც „არაკვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელთა“ უკანონო ინსტიტუტის აკრძალვას შეეხება. სწორედ აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული მოქალაქის თხოვნა/მიმართვას მიეცემა თუ არა შემდგომი მსვლელობა და მომზადდება თუ არა შესაბამისი კანონპროექტი.


როგორც მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში წერია, საკანონმდებლო ორგანომ „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები უნდა დააინიციროს და აიკრძალოს პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/გაცემის შეჩერება.



„აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამდაგვარი აკრძალვის არარსებობის პირობებში, შემოსავლების სამსახურმა 2021 წელს მიიღო იმდაგვარი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებმაც გადასახადის გადამხდელების მიმართ დააწესეს უჩვეულო და მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო ინოვაცია იმის თაობაზე, რომ დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად.


ამგვარი კანონსაწინააღმდეგო ნორმების საპირწონედ მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული თვითნებობის აღკვეთა უშუალოდ საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანით. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების წიაღში გაგრძელდება გადასახადის გადამხდელთა უფლებების მასიური შელახვა, თან - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56 3 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე - ფორმალურად მითითებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, |არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი-ს ინსტიტუტი ყოვლად უკანონოა, არ არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსით და ამგვარი თვითშემოქმედების აღკვეთა შესაძლებელია მარტივად, საკანონმდებლო დონეზე ამგვარი შეზღუდვის არსებობის აკრძალვის დადგენის მეშვეობით. საკანონმდებლო წინადადება მიზნად ისახავს იმ საგადასახადო ხაფანგის გაუქმებას, რომელიც თვითნებურად არის შექმნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, გადასახადის გადამხდელთა ქონებრივი უფლებების შელახვის და მათთვის ფინანსური ზიანის მიყენების ერთადერთი მიზნით“, - აღნიშნულია მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიმართვაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up