მოქალაქის თქმით, ავარიისას ავტობუსის მცირედ დაზიანების გამო, 9861 ლარის ჯარიმა გამოუწერეს

მოქალაქის თქმით, ავარიისას ავტობუსის მცირედ დაზიანების გამო, 9861 ლარის ჯარიმა გამოუწერეს

access_time2023-03-27 14:40:34

ფეისბუქმომხმარებელი  მამუკა კოწოწაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უსამართლო ჯარიმის გამოწერაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ერთი თვის წინ მან მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა ავტობუსთან, რა დროსაც ავტობუსმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა სატრანსპორტო კომპანია ზიანის 10 ათასი ლარით ანაზღაურებას ითხოვს.


„დღეს მომივიდა შეტყობინება ავტობუსზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9861,34 ლარი, უბრალოდ გაოგნებული დავრჩი.  1 თვის წინ შუქნიშანზე გავჩერდი ამ ავტობუსის უკან, აინთო მწვანე დაიძრა ავტობუსი დავძარი ავტომობილი მეც და იმწამსვე გააჩერა და უკანა ბუფერზე 3 კილომეტრი სიჩქარით უბრალოდ მივედე, მძღოლმა მითხრა ჩემწინაც გააჩერაო ვიღაცამო რა ჩემი ბრალიაო, კარგი კიბატონო ჩემი ბრალია თუმცა გასაგები მომენტია რადგან დაძრა და გააჩერა ეგრევე, პატრულმა დამიწერა ავარიის გამო ჯარიმა, უფრო მთავარი მერეა შეხედეთ სურათებს დაზიანება ჩანს, მხოლოდ შუა ნაწილია ბუფერის ოდნავ შეღუნული, კარგ ხარისხიან სერვის ცენტრში ამის გაკეთება მაქსიმუმ რამდენი უნდა დაჯდეს 500 ? 700 ? 1000 თქვი ყველაზე მეძვირესთან, თავად ნაწილი სულ ახალიც არეღირება 1000 ლარი და მომდის შეტყობინება 9861 ლარი გადაიხადე თუარადა გიჩივლებო, მადლობა თბილისის მერია ასე რომ ექცევით მოქალაქეებს, ყველაზე უკანასკნელი ვიღაცა დამპალი სულის ხელოსანი ქვეყანაში ამსაქმეში თუ 200 ლარს მოგვატყუებს და მოგვიმატებს თქვენ 8000 ლარს გვატყუებთ და გვიმატებთ, თუარგადაიხდი გიჩივლებო ამასაც მყისიერად ამატებთ, უსისხლო ხალხი ხართ, ეს არის სუფთა გამომძალველობა, სახელმწიფოსგან ოფიციალური რეკეტი, გილოცავთ ხალხნო ყველაზე უნამუსო ყაჩაღი და გამომძალველი სახელმწიფო გვაზის თავზე, ბრავო !



 გააზიარეთ ნახოს ყველამ რასთან გვაქ საქმე ! ავტობუსს ახლოს არგაეკაროთ თორემ გაგპარსავენ კიარა ვისააქვს საერთოდ 10 000 ლარი და უდევს, პატარა 200 ლარიანი ზიანის გამო 10000 ლარს მიგატანინებენ, ვალებს აგაღებინებენ, რა ენაღვლებათ, ესარის ყაჩაღობა მეტი არაფერი ! ამქვეყანას სახელმწიფო რომ ერქვას უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა, მიაკითხოს კომპანიას და ნახოს ერთი რა დაუჯდა ამ პატარა ზიანის გამოსწორება რომელიც არ აღემატება 200 ლარს და რატო ითხოვს სანაცვლოდ 10 000 ლარს !“- წერს მამუკა კოწოწაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up