რუსეთის ალტერნატიული დერეფნის ამოქმედება, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გაივლის, აქტუალური ხდება - ლადო პაპავა

რუსეთის ალტერნატიული დერეფნის ამოქმედება, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გაივლის, აქტუალური ხდება - ლადო პაპავა

access_time2022-11-11 12:00:39

საქართველო ძალიან დაინტერესებულია ჩინური ტვირთების ტრანზიტით, მაგრამ აქ დამოკიდებულებაა აშშ-სა და ჩინეთს შორის, - მიიჩნევს აკადემიკოსი ლადო პაპავა. როგორც პაპავა აცხადებს, საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, ასევე ამერიკა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.


„აშშ-სა და ჩინეთს შორის არის სავაჭრო ომი და პრობლემა ის არის, რომ რამდენად იქნება აშშ პოზიტიურად განწყობილი იმაზე, რომ ჩინური ტვირთები წამოვიდეს ამ მიმართულებით. თუ აშშ-ს სურს, რომ საერთოდ შეზღუდოს ჩინეთთან ურთიერთობა და ჩინეთს შეექმნას ეკონომიკური პრობლემები, აშშ ამას არ მიესალმება.


ჩვენთვის აშშ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალური სტრატეგიული გარანტორია. აქედან გამომდინარე საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვაფასებთ ჩინეთის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში, აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში, ეს პრინციპულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი არის დღეს ძალიან სერიოზული პოტენციალის მქონე ტვირთების გამგზავნი“, - აცხადებს პაპავა.


არსებულ ვითარებაში აკადემიკოსი მიწოდების ალტერნატიული გლობალური ჯაჭვების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აბრეშუმის გზის განახლებული ვარიანტის გაძლიერების საკითხი უფრო აქტუალური გახდა.



„მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზაფხულში ვიზიტები თურქმენეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. მნიშვნელოვანი იყოს ურსულა ფონ ლაინის ვიზიტი ბაქოში, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ამ ყველაფერში მკაფიოდ იკვეთება, რომ რუსეთის ალტერნატიული დერეფნის ამოქმედება, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გაივლის, ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური. ყაზახეთმა შემთხვევით არ განაცხადა, რომ 3 მლნ ტონამდე გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოზე. ეს ძალიან დიდი პერსპექტივას იძენს“, ამბობს პაპავა.


მისივე თქმით, პრაქტიკულად შეიქმნება აზერბაიჯან-საქართველოზე გამავალი ახალი მიწოდების ჯაჭვი, რომელიც იქნება ალტერნატიული იმ ჯაჭვის, რომელიც გადიოდა აქამდე რუსეთზე - ეს რეალურია.


„ეს ჯაჭვი შეიძლება შემდგომ გაგრძელდეს და გამოყენებული იქნეს ჩინეთისთვის. თუმცა ამის გადაწყვეტაში საქართველო მარტო ვერ იქნება“, - ამბობს პაპავა.


მისივე შეფასებით, ის გადაწყვეტილებები რაც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კუთხით მიიღო, „შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად სწორია“.


„საქართველო არ არის ომში ჩართული. საქართველოს აქვს ეკონომიკური ზრდა. თუნდაც ეს ერთჯერადი იყოს, როგორც ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი იძახის, ესეც რომ არ იყოს მაღალი ინფლაციის პირობებში ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი იქნებოდა“, განმარტავს პაპავა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up