მოლოდინის მიუხედავად, წელს ღვინის ექსპორტი 2021 წლის მაჩვენებელს ვერ გადააჭარბებს - ლევან მეხუზლა

მოლოდინის მიუხედავად, წელს ღვინის ექსპორტი 2021 წლის მაჩვენებელს ვერ გადააჭარბებს - ლევან მეხუზლა

access_time2022-07-14 14:00:32

2022 წელს საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა. 5 თვეში ქვეყნიდან 79.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მოსალოდნელი 8-10%-იანი ზრდის ნაცვლად შესაძლოა ღვინის ექსპორტი გასული წლის მაჩვენებელს გაუტოლდეს ან მცირედით ჩამორჩეს კიდეც.


„წელს დაგეგმლი გვქონდა შარშანდელთან შედარებით ექსპორტის 8-10%-ით მატება, მაგრამ ამ ეტაპისთვის ისე ჩანს, რომ ეს გეგმა რთული მისაღწევი იქნება და უკვე არსებული მონაცემებით 2021 წელს ჩამოვრჩებით. პირველი ექვსი თვის მაჩვენებლებით, შარშანდელ მონაცემს თითქმის გავუტოლდით, საუბარია პლუს-მინუსს 1%-იან განსხვავებაზე. იმედი გვაქვს, რომ ამ რიცხვებს მაინც შევინარჩუნებთ და შარშანდელ შედეგებს გავიმეორებთ, მცირედი სხვაობებით. 



ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ექსპორტის მიმართულებით ასეთი შედეგი გვქონდა არის ომი. რომ ავიღოთ ცალკე მდგომი უკრაინა, ძალიან დიდი კლებაა, ახლა, შედარებით დაიწყო ისევ შესყიდვები, მაგრამ 60%-ზე მეტია კლება. თუმცა, ბაზრების დივერსიფიცირებამ მოგვცა ის შედეგი რაც დღეს გვაქვს, მაგალითად 16%-იანი მატებაა ამერიკის მიმართულებით და სხვა სტრატეგიულ ბაზრებზეც ზრდა დაფიქსირდა, რის ხარჯზეც მოხდა უკრაინაში კლების გადაფარვა.


ექსპორტი დახლოებით 60 ქვეყნაში გვაქვს და მათ შორის არის ქვეყნები, რომელიც ღვინისთვის ძალიან კარგი ბაზარია და ყველა ამ ქვეყნაში სტრატეგიულად ვმუშაობთ. ჩვენთვის საინტერესოა ასევე ქვეყნები, რომელიც რაოდენობის მხრივ თითქოს ნაკლებ საინტერესოა, თუმცა ისინი არიან მაღალ მსყიდველუნარიანი და დივერსიფიცირების კუთხით აუცილებელია მათი ათვისება, მათ შორის ჩრდილო ევროპა, სკანდინავია და ბენელუქსის ქვეყნები. შექმნილ ვითარებაში მსგავსი ბაზრები საინტერესოა“,  ამბობს მეხუზლა.


2022 წელს ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა და ჯამში 13 მლნ დოლარამდე ღირებულების 4 198 ტონა ღვინო გავიდა, რაც 20.5%-იანი ზრდაა. დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით კი ღვინის ექსპორტი 10.9%-ით შემცირდა და ექსპორტის ღირებულებამ 55.1 მლნ დოლარი, მოცულობამ კი 20 096 ტონა შეადგინა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up