ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პარალელურად, 2023 წელს ფისკალური კონსოლიდაცია იმაზე მეტად დაჩქარდება, ვიდრე ბიუჯეტის პროექტი მოიაზრებს - სებ

ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პარალელურად, 2023 წელს ფისკალური კონსოლიდაცია იმაზე მეტად დაჩქარდება, ვიდრე ბიუჯეტის პროექტი მოიაზრებს - სებ

access_time2022-10-23 15:00:15

2023 წლის დაგეგმილი მონაცემებით, ნაერთი ბიუჯეტის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოდიფიცირებული ფისკალური დეფიციტი 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით 63.0 მლნ ლარით მცირდება და 2,265.0 მლნ ლარს შეადგენს, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მომზადებულ დასკვნაში.


ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) ფისკალური დეფიციტის პროცენტული მაჩვენებელიც 3.2-დან, დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით იკლებს, და მშპ-ის საპროგნოზო ოდენობის 2.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული 0.4 პროცენტული პუნქტიანი ცვლილების მდგენელებია (იხილეთ დიაგრამა 1) შემოსავლების ზრდა (+1.9 პროცენტული პუნქტი), მნიშვნელის - ნომინალური მშპ-ის ზრდა (+0.3 პროცენტული პუნქტი), ხარჯების ზრდა (-1.7 პროცენტული პუნქტი), არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდა (-0.1 პროცენტული პუნქტი).


„მნიშვნელოვანია, რომ, გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების ზრდის ფონზე, ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი ან ნაკლები) უბრუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2022 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად რეალური ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და ეკონომიკის ციკლური პოზიცია დადებითია - ეკონომიკური აქტივობა აჭარბებს მის პოტენციურ დონეს, რაც პრო-ინფლაციურია. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკა მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება, ანუ ეკონომიკური აქტივობა მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და შესაბამისად, გამოშვების გაპი დაიხურება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია.



საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ფისკალური სტიმულის შემცირებას. თუმცა ასევე ხაზგასასმელია, რომ მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესების პარალელურად, როდესაც ფისკალური სტიმულის საჭიროება შემცირებულია, 2023 წელს ფისკალური კონსოლიდაციის იმაზე უფრო მეტად დაჩქარება, ვიდრე ბიუჯეტის პროექტი მოიაზრებს, ერთი მხრივ, იმპორტის შემცირების გზით საგადასახდელო ბალანსს გააუმჯობესებს, ხოლო მეორე მხრივ, მთლიან მოთხოვნაში ნაკლებ წვლილს შეიტანს, რაც, საბოლოოდ, ინფლაციური წნეხის შერბილებას შეუწყობს ხელს.


აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყარო, ვალდებულებები, საგარეო ვალდებულებების კლების ხარჯზე მცირდება. აღნიშნული ტენდენცია დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ვალის დედოლარიზაციაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს. 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია ვალდებულების წმინდა ზრდის 2,370 მლნ ლარიანი დონე, რაც 147.0 მლნ ლარით ნაკლებია 2022 წელს დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით. ამ შემცირების მთელი წილი (ვალდებულებების ცვლილების 166.0 პროცენტი) საგარეო ვალის შემცირებაზე მოდის, საშინაო ვალდებულებების წილი კი პირიქით იზრდება (ვალდებულებების ცვლილების 66.0 პროცენტი). იზრდება მთავრობის საშინაო ვალის წვლილიც (მთავრობის ვალის 10.6 პპ), ხოლო საგარეო ვალის წვლილი მთლიანი ვალის მოცულობაში (28.3 პპ) კი მცირდება.


საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს“, - აღნიშნულია სებ-ის დასკვნაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up