მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია - სასამართლოს გუშაგი

მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია - სასამართლოს გუშაგი

access_time2023-02-04 12:03:38

4 თებერვალს საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოსამართლეთა კონკურსის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება დიდი ხანია მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლეთა მცირე რაოდენობა სახელდება. შესაბამისად, სასამართლოს შევსება საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ახალი კადრებით, სასამართლო სისტემის გადატვირთულობის შესამცირებლად, ერთ-ერთი გამოსავალია. ამის საპირისპიროდ, მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსების დაკვირვება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსამართლეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება.

 

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 310 მოქმედი მოსამართლე და 100-მდე თავისუფალი ვაკანსიაა, ხოლო, მიმდინარე კონკურსის მონაცემებით, მოსამართლეობის კანდიდატი 20-ზე ნაკლებია.

 

2022 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის 76 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 28 ნოემბერი - 14 დეკემბერი; ხოლო, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 23-25 იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა. ამ კონკურსის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ჯერ არ შეურჩევია.

 

მიმდინარე კონკურსში კონკურენციის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. თავდაპირველად მოსამართლის 76 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი 21-მა პირმა გამოთქვა და ყველა მათგანი, ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა. მოგვიანებით, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, ვინაიდან რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. ამავდროულად, კანდიდატების ნახევარზე მეტი მოქმედი მოსამართლეა (მათ სხვა სასამართლოში გადასვლა ან უვადოდ დანიშვნა სურთ), რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არსებული სურათი, მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, არ შეიცვლება, რადგან ისინი ისედაც ახორციელებენ სამოსამართლო უფლებამოსილებას. ხოლო, რაც შეეხება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მოქმედი მოსამართლეები არ არიან, მათი რაოდენობა 10-ზე ნაკლებია.


 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემაში ახალი კადრების შესვლით არ არის დაინტერესებული. მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მისი გადაწყვეტილებები დიდი დოზით დისკრეციულია, რაც აფერხებს სასამართლოში გარედან კადრების მიზიდვას.

 

კონკურენციის ნაკლებობის პირობებში, იუსტიციის საბჭოს განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად. პირთა წრე, რომელთაც მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივა აქვთ, საკმაოდ ვიწროა. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთია სასამართლოში კარიერის მიმართ ინტერესის ნაკლებობა, რაც დიდწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და შერჩევის პროცესების მიმართ უნდობლობით აიხსნება; მეორეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიფრთხილე, არ დაუშვას არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი კადრების სისტემაში შესვლა. იუსტიციის საბჭოს ამოცანას, დააკომპლექტოს სასამართლოები ასეთი კადრებით, ადვილად მისაღწევს ხდის ის ფაქტი, რომ მოსამართლეობა მიმზიდველი აღარ არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტების დიდი ნაწილისთვის.

 

სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესის პირობებში, საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის ღიაობის პოლიტიკს, რათა სასამართლოები შეივსოს ახალი პროფესიონალი კადრებით.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up