„მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, თავად შეიზღუდონ გეგმური ამბულატორიული მომსახურების ჩატარება“ – სადაზღვევო კომპანიები დატვირთვის ზღვარზე

„მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, თავად შეიზღუდონ გეგმური ამბულატორიული მომსახურების ჩატარება“ – სადაზღვევო კომპანიები დატვირთვის ზღვარზე

access_time2022-01-27 10:00:57

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ახალი პიკია. დღიდან-დღემდე დადებითობის დღიური მაჩვენებელი იზრდება და უკვე 22%-ს გადააჭარბა. თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერებას, რათა ოჯახის ექიმებზე კოვიდპაციენტების რაოდენობის ზრდით გამოწვეული დატვირთვა შეამსუბუქოს, ჯერჯერობით არ გეგმავს. ამ საკითთან დაკავშირებით, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას უკვე შეხვდა. მათი რეკომენდაციაა, შეიცვალოს მსუბუქი პაციენტების მართვის გაიდლაინი, რაც ოჯახის ექიმებს ვალდებულებებს შეუმსუბუქებს და განხილულ იქნას გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერება, სანამ პიკური პერიოდი არ გადაივლის.


„საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში იყო იმის პრეცედენტი, რომ გვქონდა გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების გადავადების რამდენიმე ეპიზოდი – გადაუდებელი ქირურგიული და ჰოსპიტალური მომსახურება ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადავადდება. ამბულატორიული მომსახურების გადავადების ეპიზოდები არ გვქონია, რადგან ამბულატორიული მომსახურება მეტად მართვადია ექიმის და პაციენტის კომუნიკაციის რეჟიმში. ამდენად, თავად სადაზღვევო სქემებს შეუძლიათ ამაზე კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, დღეს მთავარია რესურსი მოხმარდეს ძირითადად ომიკრონის მართვას, რადგან 2 კვირა იქნება თუ 3 კვირა პიკური პერიოდი, გავიაროთ იმგვარად, რომ პაციენტებს არ მოაკლდეს ყურადღება. გეგმიური ამბულატორია, თუკი იძლევა ამის შესაძლებლობას, შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალურად სადაზღვევო სქემის ფარგლებში,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.


სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე დაზღვეულთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც კლინიკების დატვირთვას ზრდის.


„სადაზღვევო კომპანიების რეკომენდაცია იყო, რომ მომხდარიყო გეგმიური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერება, გამომდინარე იქედან რომ ძალიან დიდი გადატვირთვაა. ლოგიკურად სადაზღვევოებს იმიტომ სურთ ეს, რომ იმდენად არიან ოჯახის ექიმები გადართულები კოვიდ პაციენტების მართვაზე, არაკოვიდპაციენტების მობილობას სხვადასხვა კლინიკაში ფიზიკურად ვეღარ აუდიან. არ ვიცი რამდენად გამოსვლადია ეს, რადგან რთულია ჯანმრთელ ადამიანს შეუზღუდო სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურების ჩატარება და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინიციატივით ალბათ არ გამოვა, მაგრამ სადაზღვევოებისაც მესმის, ისინი ცდილობენ მინიმუმამდე შეიმცირონ დატვირთვიანობა. დღეში 20 000 კაცი როდესაც ემატება, მთელი რესურსი ამაზე გადადის და ძალიან რთული ვითარებაა. ეს პიკი სავარაუდოდ 2-3 კვირა გაგრძელდება და მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ, რომ თავად შეიზღუდონ გეგმური ამბულატორიული მომსახურების ჩატარება, თუ ეს საგანგაშო არ არის.



ეს არის რეკომენდაცია, არ ნიშნავს რომ ვინმე რამეს ითხოვს. ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან რთული იქნება ვინმეს შეუზღუდოს გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მიღება. ჩვენს დაზღვეულებს უნდა ვთხოვოთ რომ თავი შეიკავონ მსგავსი მომსახურების მიღებისგან, რადგან კოვიდის გადადების რისკიც ამა თუ იმ კლინიკაში მაღალია. ასე ერთიანი შეზღუდვა რთული იქნება, თუმცა ვერც ინდივიდუალურად ვერ მოახდენენ სადაზღვევოები ამას, რადგან დაზღვეულს ვერ ეტყვის რომ რაიმე სერვისს არ გაუწევს, თუ ის საყოველთაოდ აკრძალული არ არის“, - ამბობს ნინო კობახიძე.


სადაზღვევო ასოაციაციაში განმარტავენ, რომ თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა გაგრძელდა, შესაძლოა რეგულაციის მიღება სამინისტროს მხრიდან საჭირო გახდეს და ამბულატორიულ სერვისები ქვეყანაში დროებით შეჩერდეს.


აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 092 684 შეადგენს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.58%.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up