მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაზრდის მიზნით სტრატეგია მზადდება

მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის გაზრდის მიზნით სტრატეგია მზადდება

access_time2022-10-25 22:00:00

საქართველოს ახლო მომავალში ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგია ექნება. დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 7 თვის წინ დაიწყო.

სტრატეგიის მომზადებაში სხვადასხვა სექტორია ჩართული.

დოკუმენტის მიზანია „მთავრობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიზანმიმართული და კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა მოსახლეობის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლებისთვის, რათა გაუმჯობესდეს ინდივიდის და მოსახლეობის ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა.“

დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 15%-ით უნდა შემცირდეს მოზარდებსა და ზრდასრულებში.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის მოწვეული კონსულტანტის ანატოლი კორეპანოვის განცხადებით, სტრატეგიის დამტკიცების მიზანია, სახელმწიფომ მოახერხოს რესურსის მობილიზაცია, ასევე სხვადასხვა უწყების ჩართვა სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის ადგილობრივ დონეზე.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით უნდა გაკეთდეს ის, რომ დამტკიცდეს გაიდლაინები, ასაკობრივი თუ სხვა კრიტერიუმების მიხედვით, რა დონის ფიზიკური დატვირთვაა აუცილებელი კონკრეტული ადამიანისთვის.

„პირველად კონსულტაციაზე ექიმმა პაციენტს უნდა უთხრას, რა სახის და ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით უნდა დაკავდეს. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს სპორტული ობიექტების სერვისები. საქართველოში ეროვნულ დონეზე დამტკიცებული არ არის, თუ რა სიხშირით უნდა დაკავდეს ადამიანი ფიზიკური აქტივობით,“ – განმარტა კორეპანოვმა.


რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, ექსპერტის განმარტებით, სხვადასხვა სპორტული ობიექტის მშენებლობამდე აუცილებელი უნდა იყოს კონსულტაციების გამართვა კერძო სექტორთან.

„ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა კომპანიას და მინდა გითხრათ, ბიზნესს აქვს მზაობა, განახორციელოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, თუმცა მას ამისთვის ხელშეწყობა სჭირდება – მაგალითად, თუ ის აუზს ააშენებს, მუნიციპალიტეტმა მიწა უნდა მისცეს, სანაცვლოდ კი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის კომპანია შეღავათებს დააწესებს. გვინდა ჩავდოთ კანონპროექტში, რომ სანამ სპორტული ობიექტის მშენებლობის საკითხს გადაწყდება, აუცილებელია კერძო ბიზნესთან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა გავზარდოთ ფიზიკური აქტივობის დონე ქვეყანაში,“ – განაცხადა ანატოლი კორეპანოვმა.

მისივე თქმით, 2012-2021 წლებში სახელმწიფომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 370 მილიონამდე ლარი დახარჯა, 2022-2025 წლებში კი ამ მიზნით 580 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. თუმცა, ექსპერტის შეფასებით, არცერთი ეს პროექტი არ არის გაკეთებული საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში, რაც უნდა შეიცვალოს.

მისივე თქმით, საქართველში სიკვდილიანობის 94% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით (გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და დიაბეტი). არაგადამდები დაავადებების გამომწვევ მიზეზებს შორის კი 12%-ის შემთხვევაში არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაა.

„კვლევებით გამოჩნდა, რომ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მიზეზად მოსახლეობის უმეტესობა დროის უქონლობას ასახელებს, ფინანსურ პრობლემებს კი ამის მიზეზად მხოლოდ 10% აფიქსირებს.

ფიზიკური აქტივობის ზრდისთვის არ არის აუცილებელი დარბაზებში სიარული, საკმარისია ფეხით სეირნობა, სამსახურში ფეხით წასვლა, ველოსიპედით სიარული. შესაძლებელია, სახლშიც პირობებშიც ვიყოთ აქტიურები. უნდა შეიცვალოს ადამიანების დამოკიდებულება. მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რა უარყოფით შედეგებამდე მივდივართ, თუ არ ვართ ფიზიკურად აქტიურები. ასევე აუცილებელია, დამსაქმებლებმაც იზრუნონ დასაქმებულთა ფიზიკურ აქტივობაზე. მე ვიცი კერძო ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლებისთვის „ფიტპასს“ ყიდულობენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფიზიკური აქტივობის ზრდა აუმჯობესებს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და, შესაბამისად, ზრდის მისი შრომის პროდუქტიულობას,“- განაცხადა ანატოლი კორეპანოვმა.

ცნობისთვის: 2016 წელს არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების პოპულაციური კვლევით გამოვლინდა, რომ 18-დან 69 წლის ასაკში მოსახლეობის 82,4% არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით (კაცები – 72.2%, ქალები – 91.8%).

ბიზნესპარტნიორი 

თეგები:
სტრატეგია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up