ხანძარი მოსკოვის გარეუბანში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „მეგა ხიმკის“ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. ვრცელდება ინდორმაცია, რომ ხანძარი ჯერ ჰიპერმარკეტ OBI-ს საწყობში გაჩნდა. შენობა მთლიანად დამწვარია, შემორჩენილია მხოლოდ საყრდენი კონსტრუქციები.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
ხანძრის გამომწვევი ძირითადი ვერსია უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მოკლე ჩართვა.
ხანძრის 18 ათას კვ.მ-ზე მეტი ფართობზე იყო. ხანძარს თან ახლდა საღებავებისა და აეროზოლების აფეთქება.