მოსკოვის სამშენებლო ინდუსტრია მიგრანტი მუშების რაოდენობას ამცირებს

მოსკოვის სამშენებლო ინდუსტრია მიგრანტი მუშების რაოდენობას ამცირებს

access_time2021-11-22 20:00:59

მიგრანტების რაოდენობა მოსკოვის სამშენებლო სექტორში უნდა შემცირდეს, ხოლო დასაქმებულების ხელფასები დღევანდელთან შედარებით უფრო მაღალი უნდა იყოს - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

 


თუმცა, მოგვიანებით რუსეთის დედაქალაქის მშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა რაფიკ ზაგრუტდინმა დააზუსტა, რომ მიგრანტებზე მასობრივი უარის თქმა არ იგეგმება.

 


 „უფრო მაღალი კვალიფიკაციის რუსეთის მოქალაქეების დასაქმებაზე გადასვლა ეტაპობრივი და თანდათანობითი იქნება“, - განაცხადა მან.

 


დეველოპერების აზრით, მიგრანტების რაოდენობის შემცირდება სამშენებლო ინდუსტრიაში მენაშენეთა დანახარჯებს გაზრდის.

 


ბოლო 3 თვის მანძილზე მუშახელზე მოთხოვნა მოსკოვის სამშენებლო ინდუსტრიაში  20 000-ს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით 50%-ით მეტია. ამავე დროს, დასაქმების მსურველთა რაოდენობა მხოლოდ 3-4%-ით გაიზარდა.

 


შეთავაზებული ხელფასები საკმაოდ მაღალია - თვეში 1100 დოლარამდე, თუმცა, მსურველთა მოლოდინი 100-150 დოლარით მეტია.  სავარაუდოდ, მერის ინიციატივის ბოლომდე შესრულების შემთხვევაში დანახარჯები ხელფასებზე 20%-ით გაიზრდება, რაც მოსკოვში ისედაც უკიდურესად ძვირ უძრავ ქონებას კიდევ უფრო გააძვირებს.

 



მოსკოვში მშენებლობებზე ძირითადად მუშაობენ უზბეკეთის, ტაჯიკეთის, მოლდოვას, უკრაინის და ყირგიზეთის მოქალაქეები. სამსახურში მიგრანტის აყვანა ადვილი საქმე არაა - დამსაქმებელმა მას ჩამოსასვლელი ბილეთი უნდა უყიდოს, სპეციალური პატენტები გაუფორმოს, კვებით უზრუნველყოს და ა.შ.

 


პატენტის მიღებამდე მიგრანტის მუშაობა აკრძალულია და ხშირად ამ პროცესს თვეზე მეტი სჭირდება - მთელი ეს დრო დამსაქმებელი უსაქმოდ მყოფი მუშის ყველა ხარჯებს ანაზღაურებს, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

 


ამის მიუხედავად, მიგრანტების აყვანა სამსახურში უფრო მომგებიანია, ვიდრე რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც დეველოპერებს 20-30%-ით მეტი უჯდებათ.

 


„სამშენებლო სექტორში მუშახელის მწვავე დეფიციტია და ეს რუსეთის ყველა რეგიონს, როგორც კომერციულ, ასევე სახელმწიფო მშენებლობებს ეხება. დღეს ამ დეფიციტის ადგილობრივი კადრებით შევსების არანაირი საშუალება არ არსებობს“, - განაცხადა დეველოპერული კომპანიის „ოსნოვა“ დირექტორმა ალექსანდრ რუჩიოვმა.

 


მისი თქმით, ყველა ბოლო მოვლენა - რეფინანსირების განაკვეთის ზრდით დაწყებული, პანდემიასთან დაკავშირებით შრომითი მიგრაციის შეზღუდვით დასრულებული, მშენებლობის პროცესს მნიშვნელოვნად აძვირებს.

 


სახელმწიფო პროექტებშიც იგივე მდგომარეობაა.

 


„მიგრანტებს ვერ შეცვლით, ეს ფაქტია. ჩვენ ჯერ არ გვყავს სხვადასხვა კვალიფიკაციის ამდენი საკუთარი მუშახელი. ამიტომაც მიგრანტებზე უარის თქმა შეუძლებელია, რადგანაც მათ გარეშე მშენებლობის ღირებულება მკვეთრად გაიზრდება“, - მიიჩნევს სახელმწიფო კომპანია „გრანელის“ დირექტორი ანდრეი ზიმონოვი.

 


მისი თქმით, კადრების ჩანაცვლებას მინიმუმ 2-3 წელი დასჭირდება, და ეს უკეთეს შემთხვევაში.

 


„ხელფასების მომატება კარგია, მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა არაა. ხელფასისგან განურჩევლად ბევრ მოსკოველს მძიმე სამუშაოს შესრულება, მუშაობა ღია სივრცეში, ნებისმიერ ამინდში, ღამის ცვლაში არ სურს“, - მიიჩნევს ზიმონოვი.

 

Forbes




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up