რუსეთსა და უნგრეთს შორის დიალოგის არხები ღია რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არამეგობრული სახელმწიფოების სიაშია. ამის შესახებ ბუდაპეშტში რუსეთის ელჩმა ევგენი სტანისლავოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთმა უნგრეთი შეიყვანა არამეგობრული ქვეყნების სიაში, რადგან მან ხელი მოაწერა ბრიუსელის ყველა ანტირუსულ სანქციას და ბუდაპეშტი იძულებულია მკაცრად შეასრულოს ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უარყოფითად აისახება ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროზე და ამან იმოქმედა კიდეც რუსეთის საელჩოზე, — აღნიშნა სტანისლავოვმა.
„მაგრამ ჩვენ ვრჩებით ოპტიმისტურად და ამ ფონზეც კი ვაგრძელებთ უნგრეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედებისკენ მისწრაფებას და დიალოგის არხებს ღიად ვტოვებთ, რათა შევინარჩუნოთ ბოლო წლებში დაგროვილი პოზიტივი “, - წერს რუსული მედია.