ჩვენ ვმუშაობთ მექანიზმებზე, რათა აიკრძალოს ფასის ზედა ზღვრის ინსტრუმენტის გამოყენება, მიუხედავად იმისა თუ რა დონეა დაწესებული, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა ბაზრის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.
ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„რუსეთი მუშაობს ნავთობის მიწოდების აკრძალვის შესაძლებლობაზე, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს ექვემდებარება“, - აღნიშნა ნოვაკმა.
მისივე თქმით, რუსეთი არ იმოქმედებს დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, მაშინაც კი თუ ოფიციალურ მოსკოვს წარმოების შემცირება მოუწევს.