მოსკოვში არ გამორიცხავენ აზოვსტალის დამცველების რუს ტყვეებში გაცვლას

მოსკოვში არ გამორიცხავენ აზოვსტალის დამცველების რუს ტყვეებში გაცვლას

access_time2022-05-23 16:15:55

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ რუსი სამხედრო ტყვეების გაცვლას უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ რაიონიდან რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანილ უკრაინელ სამხედროებში. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები, „ინტერფაქსი“ და „ტასი“ იუწყებიან.



„მე ვუშვებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც საღ აზრს არ ეწინააღმდეგება“, - უთხრა დღეს, 23 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. შეკითხვას, განიხილება თუ არა გაცვლის საკითხი, რუდენკომ უპასუხა, რომ „ალბათ, განიხილება“.



რუსეთის მიერ კონტროლირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა სააგენტო „ინტერფაქსს“ დღეს განუცხადა, რომ „აზოვსტალში ტყვედ აყვანილები“ იმყოფებიან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, სადაც „საერთაშორისო ტრიბუნალის ორგანიზება იგეგმება“.




რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ 21 მაისს, დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები შეისწავლიან ვიქტორ მედვედჩუკში „აზოველების“ გაცვლის შესაძლებლობას. ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი. „მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქეა, რუსეთთან კავშირი არ აქვს და არ არის სამხედრო. ხოლო იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც აზოვსტალში ტყვედ ჩაბარდნენ, საუბარია სამხედროებზე და ნაციონალისტური ფორმირებების წევრებზე. ამიტომ, სრულიად სხვადასხვა კატეგორიის პირები არიან“, - უთხრა დღეს, 23 მაისს ჟურნალისტებს პესკოვმა.



უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ ლიდერი და პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უშიშროების სამსახურმა 2022 წლის აპრილში დააკავა. უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს ბრალს სდებს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაში.



radiotavisupleba.ge

თეგები:
აზოვსტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up