მოსკოვის საცალო ბაზარზე ვაკანსიების მაჩვენებელი 2022 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 15-20%-მდე გაიზარდოს. აღნიშნული პროგნოზი CORE.XP-ს ეკუთვნის, რომლის შესახებაც ABC წერს.
„IKEA-ს რუსეთიდან გასვლამ, ისევე როგორც Inditex-ისა და H&M-ის მიერ საცალო ვაჭრობის ოპტიმიზაციის პროგრამამ, გავლენა მოახდინა სავაჭრო ცენტრებში ცარიელი სივრცის წილის ზრდაზე (ზრდა 11,3%-მდე). წლის ბოლომდე, ვაკანსიების მაჩვენებელი შესაძლოა 15-20%-მდე გაიზარდოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
აღნიშნულია, რომ ბევრი ახალი სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში გაშვება 2023-2024 წლამდე გადაიდო.