მოსკოვში რუსეთის, სირიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. ეს თურქეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა იყო 2011 წლის შემდეგ.
რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა სირიის კრიზისის მოგვარების გზები და ლტოლვილების პრობლემა განიხილეს.
ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ სირიაში ექსტრემისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ამ ფორმატში გამართული დიალოგი კონსტრუქციულად შეაფასეს.
„მხარეების საერთო ინტერესია რეგიონში სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაცია“, - წერ რუსული მედია.