მოთხოვნა გაათმაგებულია. სულ მალე, ბათუმში ახალი იახტ კლუბი გაიხსნება - Azimut Yachts-ს საქართველო

მოთხოვნა გაათმაგებულია. სულ მალე, ბათუმში ახალი იახტ კლუბი გაიხსნება - Azimut Yachts-ს საქართველო

access_time2022-07-19 16:15:06

რამდენიმე დღეში გახდება ზუსტი თარიღი ცნობილი, როდის ამოქმედდება ახალი იახტ კლუბი ბათუმში - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს" Azimut Yachts-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძემ განუცხადა.

 

,, ბოლო პერიოდში მოთხოვნის ტენდენცია გაათმაგებულია. პირდაპირ პროპორციულად გაზრდილია მოთხოვნა ინფრასტრუქტურაზე, ვგულისხმობ იახტების სადგომსა და მარინას. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სულ რამდენიმე დღეში კონკრეტული თარიღი გახდება ცნობილი, როდიდან გვექნება ახალი იახტ კლუბი ბათუმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ იახტაზე მოთხოვნა 10 ადამიანისგანაა, ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა 50 ადამიანისგანაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ იახტების გაყიდვებმა ძალიან დააჩქარა დარგის განვითარება როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე საერთო ინდუსტრიის მიმართულებით.

 

იახტების შეძენის გარდა მოთხოვნა გაქირავებაზე მართლა უპრეცედენტოა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ კრუიზერით რომელსაც ჩვენი კომპანია აქირავებს გადაღება გვინდოდა ჩვენივე კომპანიისთვის სარეკლამო კლიპის და თავისუფალი ადგილი 1 დღეც კი არ იყო 7 სექტემბრამდე. 2019 წლის დღის კრუიზერი, (რაც ნიშნავს გარდამავალ მოდელს კატერსა და იახტას შორის ) 1 საათით ქირავდება 400 ლარად, მთელი დღით კი, 1 200 ლარად. იახტაზე ეტევა 7 ადამიანი, საძინებლითაა და ძალიან კომფორტულია სეირნობისთვის. მერწმუნეთ, ვინც აჭარას კარგად იცნობს მათ 90%-საც კი არ უნახავს ის საოცარი ტერიტორია ზღვიდან მწვანე კონცხიდან ქობულეთამდე. ისეთი ადგილები გვაქვს აჭარაში, არა თუ ფუკეთს ( ტაილანდის პროვინცია, კუნძული) არ ჩამოუვარდება უფრო ლამაზიც კია. როცა ეს კრუიზერი შევიძინეთ ამ ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტად ქცევა იყო მიზანი, რაც მხოლოდ იმ ერთეულების ფუფუნება არ იქნება, ვისაც იახტა ჰყავს “ - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

 

მისივე თქმით, წელს საქართველოში 4 იახტა გაიყიდა.


 

,,ბოლო სეზონზე 4 ახალი იახტაა გაყიდული, მათ შორის ერთი ისეთია, რომელზეც ვვარაუდობდით, რომ ჯერ ჩვენი ქვეყნისთვის ადრე იყო. თუმცა დარგი არაპროგნოზირებადად სწრაფი ტემპებით ვითარდება და ჩვენს გვიწევს გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას. ფაქტია მოთხოვნა მიწოდებას აღემატება და ჩვენი მოლოდინები მორიდებული იყო.

 

საქართველოში გაყიდული კატერებისა და იახტების ფასი 100 000 ევროთი იწყება და მილიონს გადასცდა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“ - ამბობს ჩიკვაიძე.

 

ინფორმაციისთვის, კომპანიამ პანდემიამდელ 2019 წელს მხოლოდ 2 იახტა გაყიდა , 2020 წელს კი 10 ერთეული.2021 წელს კი 11 იახტა.

 

,,Azimut Yachts” იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას ახდენს.


bpn.ge

თეგები:
Azimut Yachts



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up