„მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე,ჩვენს ქვეყანაშიც  შემცირებულია,ვიმედოვნებთ,რომ სიტუაცია ეკონომიკასა და ბიზნესში მოკლე პერიოდში დაიწყებს გამოსწორებას“

„მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე,ჩვენს ქვეყანაშიც შემცირებულია,ვიმედოვნებთ,რომ სიტუაცია ეკონომიკასა და ბიზნესში მოკლე პერიოდში დაიწყებს გამოსწორებას“

access_time2020-04-21 15:25:24

“კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში დაიწყო, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა საუდის არაბეთი მიმდინარე წლის დასაწყისიდან იძულებული გახდა ჩინეთი ჩაენაცვლებინა ნავთობის გასაღების ახალი არხებით.საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც კორონავირუსმა მოგვიანებით შეაღწია და სადაც ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა “Motiva” საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Saudi Aramco-ს საკუთრებაა და ნედლეულსაც მისგან იღებს.შედაგად საუდის არაბეთიდან აშშ-ის მიმართულებით ექსპორტირებული ნავთობის ყოველთვიური მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა. -ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა  სოსო ფხაკაძემ განაცხადა.  




მისი განცხადებით, გარდა ამისა,  OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა მარტში ვერ შეძლეს მისულიყვნენ საერთო შეთანხმებამდე შეემცირებინათ ნავთობის მოპოვებოს კვოტები.შეთანხმება შედგა მხოლოდ 1 კვირის წინ, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.



„გამოდის, რომ კოვიდ-19 პანდემიის დროს მიწოდება რჩებოდა იგივე დონეზე, როდესაც მოთხოვნა კატასტროფულად იყო შემცირებული, ვინადიან ამ ეტაპზე გლობალურ სამყაროში სახეზე გვაქვს ეკონომიკური აქტივობის ე.წ. ლოკდაუნი აქედან გამომდინარე შესაბამისი შედეგებით. ამ ყველაფერმა გამოიწვია ნავთობსაცავების გადავსება აშშ-ში.



20 აპრილი იყო ბოლო ვადა, როდესაც ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა (NYMEX) დასავლურ ტეხასური ნავთობის (WTI) მაისის ფიუჩერსებზე ვაჭრობდა. ნავთობის მწარმოებელი კომპანიებისთვის ეს იყო ბოლო შანსი შევსებული ნავთობსაცავების განსატვირთად, ხოლო პროფესიონალი ტრეიდერებისთვის იყო ბოლო შანსი დაეხურათ პოზიციები მაისის ფიუჩერსებზე.


შედეგად 1 ბარელი დასავლურ ტეხასური ნავთობის ( WTI) ფიუჩერსის ფასი, რომელსაც ასევე უწოდებენ ამერიკულ ნავთობს, ერთ მომენტში მინუს 40 დოლარზეც კი ჩამოვიდა,ბოლო მონაცემებით ახლა მისი ფასი მინუს 1 დოლარის ფარგლებშია.


პროცესების ამ სცენარით განვითარებას ასცდა ჩრდილო-ევროპული ნავთობი (Brent). თუმცა გარკვეული კორექტირება მისმა ფასმაც განიცადა და ახლა ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 22 აშშ დოლარის ფარგლებშია. ევროპაში, და არა მარტო, ნავთოპროდუქტების ფასწარმოქმნაზე გავლენას ახდენს სწორედ ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი და აშშ-ში დასავლეთ ტეხასური ნედლი ნავთობის ფასის გუშინდელი მკვეთრი დაცემის მიუხედავად ევროპული ქვეყნებისთვის მისაწოდებელ ნავთობპროდუქტებზე ფასები (ე.წ. ხმელთაშუაზღვის აუზის პლაცები) მხოლოდ ოდნავ არის შემცირებული. საქართველოშიც ნავთოპროდუქტების იმპორტი აღნიშნული პლაცების გამოყენებით ხორციელდება.


„ვისოლ პეტროლიუმის“ ავტო-გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო პერიოდში 35-40 თეთრით შემცირდა. მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე, ჩვენს ქვეყანაშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუმცაღა, იმედი გვაქვს, რომ ზოგადი სიტუაცია ეკონომიკასა და ბიზნესში მოკლე პერიოდში დაიწყებს გამოსწორებას. ამასთან, სრულიად ვიზიარებთ პოზიციას, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა გადავტეხოთ პანდემიის საფრთხე”- აცხადებს სოსო ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი.


სოფო ქსოვრელი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up