მოულოდნელი და ფორსირებული გადაწყვეტილებები, ბიზნესს კითხვის ნიშანს უჩენს - რესან ქიქავა

მოულოდნელი და ფორსირებული გადაწყვეტილებები, ბიზნესს კითხვის ნიშანს უჩენს - რესან ქიქავა

access_time2023-03-10 23:51:58

როდესაც მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არაა მოსალოდნელი და ფორსირება ხდება, რა თქმა უნდა, ეს უკვე ბიზნესს რაღაც კითხვის ნიშანს უჩენს - ამის შესახებ „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ საქმის კურსთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები არასტაბილურობის განცდას აჩენს.

 

„როდესაც მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არაა მოსალოდნელი და ფორსირება ხდება, რა თქმა უნდა, ეს უკვე ბიზნესს რაღაც კითხვის ნიშანს უჩენს, რომ იქნებ მომავალშიც ასეთი რამე მოხდეს. ბიზნესისთვის, როცა შენ არ ხარ რომელიღაც კავშირის წევრი და ხარ ცალკე სახელმწიფო, ვის უჯერებ, ვინ არის შენი მეგობარი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როდესაც შენ არ უჯერებ მეგობრებს და მიდიხარ დინების საწინააღმდეგოდ ეს არასტაბილურობის შემქმნელი განცდაა.

 

ბიზნესჭრილში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ხდებოდეს ასეთი დაჩქარებული, მოუმზადებელი გადაწყვეტილებების მიღება და მერე ამ გადაწყვეტილების უკან წაღებაც. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ან მანამდე არ ხდება შესწავლა, რისკების განსაზღვრა, ან მერე რა ხდება გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში, ეს აჩენს განცდას, რამდენად მდგრადია ზოგადად ეს ქვეყანა საინვესტიციოდ,“- განაცხადა რესან ქიქავამ.


 

გასული დღეების განმავლობაში საქართველო მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ე.წ აგენტების კანონპროექტის გამო, რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი და საერთაშორისო პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის შეზღუდვის დიდ რისკს შეიცავდა და თავისი არსით ძალიან ჰგავდა რუსეთში მოქმედ კანონს ე.წ აგენტების შესახებ. საბოლოოდ პროტესტმა შედეგი გამოიღო და მმართველი პარტია იძულებული გახდა კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო. აღნიშნული კანონპროექტის მიმართ კრიტიკული შეფასებები იყო თითქმის ყველა სექტორის წარმომადგენლის მხრიდან.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up