მოხალისეობის საერთაშორისო დღეს სპეციალური ჟიური წლის საუკეთესო მოხალისეებს გამოავლენს. ღონისძიებას დაესწრებიან მოხალისეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები 63 მუნიციპალიტეტიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე შეჯამდება პროექტის „მოხალისე წყლის ადვოკატები“ შედეგები, რომელიც ასახავს ჩართული მოხალისეების მიღწევებსა და გამოწვევებს.
ჯილდოს დაწესების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოხალისეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან დაუცველ ჯგუფებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელ ქვეყანაში.
მთელი წლის განმავლობაში, მოზარდები და ახალგაზრდები მათ მიერ შესრულებულ მოხალისეობრივი საქმიანობის ისტორიებს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნილ მოხალისეთა ახალგაზრდულ პლატფორმაზე https://youthvolunteering.ge ათავსებენ. კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან შეირჩევა და სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში გამოვლინდებიან.