„მოხარული ვარ, რომ მდგრადი დაფინანსების მიმართ ინტერესი მზარდია“

„მოხარული ვარ, რომ მდგრადი დაფინანსების მიმართ ინტერესი მზარდია“

access_time2022-11-02 16:40:00

2 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეოთხე ფორუმს უმასპინძლა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეს ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით, და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით იმართება. წლევანდელი ფორუმი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მონაწილეებს საშუალება მიეცათ ღონისძიებას როგორც ვირტუალურად, ასევე ფიზიკურად დასწრებოდნენ. ფორუმს 300-მდე მონაწილე დაესწრო 55 ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირისა და SBFN-ის წევრი ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.


ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. მან ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მიღწევებს გაუსვა ხაზი და ეროვნული ბანკის SBFN-ში გაწევრიანების 5 წლის იუბილე აღნიშნა: "მოხარული ვარ, რომ მდგრადი დაფინანსების მიმართ ინტერესი მზარდია. წლიდან წლამდე იზრდება იმ ქვეყნების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და ექსპერტების რიცხვი, რომლებიც მდგრადი დაფინანსების ფორუმს ესწრება. სიმბოლურია, რომ საქართველოს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის იდეა პირველ მდგრადი დაფინანსების ფორუმზე გაჩნდა და დღეს, მდგრადი დაფინანსების მეოთხე ფორუმზე, სწორედ მის წარმატებით განხორციელებას აღვნიშნავთ."


„კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირება და COVID-19 პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი საჭიროებს მდგრად ფინანსურ სისტემებს როგორც ქვეყნების, ისე გლობალურ დონეზე,“ აღნიშნა IFC-ის მდგრადი და გენდერის მიმართულების დირექტორმა მერი პორტერ პეშკამ. მისივე თქმით: „გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ანგარიშგების და გამჟღავნების პრინციპების და ასევე მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მეშვეობით საქართველომ და მისმა ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების განვითარების მყარი საფუძველი შექმნეს. IFC და SBFN მომავალშიც განაგრძობენ ქვეყნის მხარდაჭერას მოსახლეობისთვის "მწვანე" და მტკიცე მომავლის შექმნის გზაზე.“



„შვეიცარია მთელ მსოფლიოში ხელს უწყობს მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის, ინსტრუმენტებისა და ბაზრის მოთამაშეების მზაობის გაძლიერებასა და განვითარებას,“ აღნიშნა დანიელ მევლიმ, თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, შვეიცარიის საელჩო საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ IFC-ს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და კონსოლიდაციას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ, ამავე შვეიცარიის მხარდაჭერით, ტარდება მდგრადი დაფინანსების ფორუმი, რაც სხვადასხვა მხარის, მათ შორის ეროვნული ინსტიტუტების, მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.“


მდგრადი დაფინანსების ფორუმმა უმასპინძლა მდგრადი დაფინანსების ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. მათ მონაწილეებს გაუზიარეს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით არსებული გამოცდილება და განიხილეს უახლესი მოვლენები და გამოწვევები, განსაკუთრებით ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა, მაროკო, მონღოლეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, უნგრეთი, ეგვიპტე, კოლუმბია და სხვა. პანელის წევრებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ იყენებენ ქვეყნები გზამკვლევს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლის მხარდასაჭერად და ცალკეული ქვეყნების წარმატების ისტორიები განიხილეს. ამასთან, ქვეყნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მდგრადი დაფინანსების მხარდაჭერაში ტაქსონომიის როლზე, ხაზი გაუსვეს ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას და მდგრადობასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. გარდა ამისა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ESG რისკების მართვაში ხელშემწყობი პოლიტიკის როლზე და მდგრადი დაფინანსების დახმარებით ბიზნეს შესაძლებლობების შექმნაზე. მონაწილეებმა ასევე წარადგინეს სამომავლო გეგმები და პროექტები.


საქართველოს ეროვნული ბანკისა და IFC-SBFN-ის მდგრადი დაფინანსების ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. ის გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საქართველოსა და სხვა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით ნაყოფიერი დისკუსიებისთვის. ფორუმი მომავალშიც გააგრძელებს უახლესი გლობალური ტენდენციებისა და SBFN-ის წევრი 62 ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up