“მოხერხდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის 1 იანვარს ამოქმედება, დღესაც გაურკვეველია“ - გიორგი კაპანაძე

“მოხერხდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის 1 იანვარს ამოქმედება, დღესაც გაურკვეველია“ - გიორგი კაპანაძე

access_time2021-09-10 12:55:36

„თვეზე მეტია გასული საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟის მიერ 6 თვის ანგარიშის  გამოქვეყნებიდან და დღემდე ეს, სამწუხაროდ, ბირჟის მნიშვნელოვანი საჯარო აქტივობებიდან უკანასკნელია. საზოგადოებას კი არც ახლა აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე - მოხერხდება თუ არა დაანონსებულ ვადაში, ანუ 2022 წლის 1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. ბირჟის ხელმძღვანელობა არც იმას თვლის საჭიროდ, რომ საზოგადოებას ის დაგეგმილი სამუშაოები გააცნოს, რაც წესით და რიგით გაწერილი უნდა ჰქონდეს დარჩენილი პერიოდისთვის“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბირჟის ხელმძღვანელობის სიჩუმე არ არის კარგის მომასწავებელი და ამძაფრებს მოლოდინს, რომ საჭირო გახდება ბირჟის ამოქმედების მათ მიერვე დათქმული ახალი თარიღის კიდევ ერთხელ გადავადება.

„ჩვენ ორგანიზაციას იმთავითვე მიაჩნდა, რომ 1 იანვარს, ანუ დეფიციტის პიკის პირობებში, როცა ბაზარზე პრაქტიკულად მხოლოდ იმპორტიორები ოპერირებენ, ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, რბილად რომ ითქვას, მორიგი შეცდომა იქნება, მაგრამ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ დრო გადის და ბირჟის მესვეურთაგან არაფერი ისმის იმის შესახებ, მართლა ახერხებენ თუ არა ისინი მათ მიერვე დათქმული ახალი ვადის დაცვას და უმნიშვნელოვანესი რეფორმის დასკვნითი ფაზის რეალურად დაწყებას. 

ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის, ისე საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. პირდაპირ ვიტყვი - ამ ვადის ხარისხიანად დაცვაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული ბირჟის ხელმძღვანელების პროფესიული რეპუტაცია. თუ მათ კვლავ მოუხდათ რეფორმის გადადება, ან თუ ბირჟა გაეშვა და მან ხარვეზებით დაიწყო მუშაობა, ეს უკვე ნამდვილად აღიქმება, როგორც ჩავარდნა, რაც აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს ელექტროენერგეტიკულ სექტორს და რეფორმიდანგამომდინარე პოზიტიურ მოლოდინებს“, - განმარტა კაპანაძემ.


აფბას ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბირჟის მენეჯმენტის საქმიანობა არ ხასიათდება საჯაროობის სათანადო ხარისხით და ეს გაუმჭვირვალობა მისდამი სანდოობაზე ნეგატიურად მოქმედებს. „მინდა, კითხვის ნიშნების მოხსნის და საკითხში ბუნდოვანების გასაფანტად, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბირჟის მენეჯმენტს, სექტემბრის თვიდან მაინც მოახერხოს და წარმოადგინოს მისი მხრიდან დაგეგმილი სამუშაოების დროში გაწერილი გეგმა, რათა  შესაძლებელი გახდეს პროგნოზი, თუ რამდენად რეალისტურია ივნისში გაკეთებული განცხადება,  1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მზადყოფნასთან  დაკავშირებით, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ენერგობაზრის ლიბერალიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ენერგეტიკული ბირჟის 2020 წლის 1 ივლისს სრულფასოვნად ამოქმედება, ანუ საათობრივი ვაჭრობის დაწყება. 2020 წლის მაისის ბოლოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან საჯაროდ გამოთქმული ეჭვის შემდეგ, რომ ბირჟა დათქმულ ვადაში ვერ ამოქმედდებოდა, ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, ბირჟის ამოქმედების გადავადების გადაწყვეტილების შესახებ. ახალ ვადად 2022 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. არასამთავრობო სექტორის ნაწილს, კერძოდ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“, მიაჩნია, რომ ეს ვერც ამ ვადაში მოხერხდება, რამდენადაც საამისოდ, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ მოემზადება ბაზრის პოტენციური მონაწილეების, ადგილობრივი გენერაციის ობიექტების, უმეტესობა. მხოლოდ იმპორტიორებისთვის კი, რამდენადაც ზამთარში ქვეყანა დიდწილად იმპორტირებულ დენს მოიხმარს, ბირჟის ამოქმედება, აფბას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ორგანიზაციაში თვლიამ, რომ სხვა მიზეზეთან ერთად, ამ დროს უკიდურესად იზრდება ბაზარზე არაჯასაღი მანიპულირების შესაძლებლობის რისკი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up