მოზარდების ტვინი Covid-19-ის პანდემიის დროს ფიზიკურად შეიცვალა და ნორმალურზე სწრაფად ბერდება - CNN

მოზარდების ტვინი Covid-19-ის პანდემიის დროს ფიზიკურად შეიცვალა და ნორმალურზე სწრაფად ბერდება - CNN

access_time2022-12-11 18:00:30

„აშშ-ს მოზარდების ტვინი Covid-19-ის პანდემიის დროს ფიზიკურად შეიცვალა და ნორმალურზე სწრაფად ბერდება. კვლევის ახალგაზრდა მონაწილეებს ასევე აღენიშნებათ შფოთვა, დეპრესია, მომატებული სევდა, დაბალ თვითშეფასება, შიში და ემოციების რეგულირების პრობლემები,“ -  ნათქვამია ახალ კვლევაში, რომელსაც CNN-ი აქვეყნებს.

  


კვლევამ დაადგინა, რომ პანდემიის დროს მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა დაზარალდა. ისინი მოაშორეს სკოლას, მეგობრებს და ცხოვრება გაურკვევლობისა და შიშის პირობებში მოუწიათ. Covid-19-ის გამო ბევრი მოზარდის მშობელმა სამსახური, მილიონობით ბავშვმა კი დედ-მამა და ბებია-ბაბუა დაკარგა.

 


კვლევა ჟურნალში Biological Psychiatry: Global Open Science-ში გამოქვეყნდა. მისი ავტორები მოზარდების ტვინში სტრესით და შფოთვით გამოწვეულ ფიზიკურ ცვლილებებს აკვირდებოდნენ.

 


რვა წლის წინ მეცნიერებმა 9-დან 13 წლამდე ასაკის 220 ბავშვს, ტვინის განვითარების შესწავლის მიზნით, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთეს. იგივე კვლევა 2020 წელს, პანდემიის პერიოდშიც ჩატარდა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, გაზრდილი იყო იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც თვითმკვლელობის აზრები აწუხებდათ. ამის შემდეგ, მკვლევრებმა მოზარდის ტვინის განვითარებაზე სტრესული მოვლენების გავლენის შესწავლა დაიწყეს და შედეგები პანდემიამდელი მონაცემებს შეადარეს.


 

 

მკვლევრებმა 128 ბავშვის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვების ტვინის ასაკი, რომლებსაც პანდემიის პერიოდში მოუხდათ ცხოვრება, ქრონოლოგიურ ასაკს აღემატებოდა. ბავშვის ტვინი დროთა განმავლობაში ბუნებრივად იცვლება, მაგრამ კვლევამ დაადგინა, რომ ეს ფიზიკური ცვლილებები შეიძლება დაჩქარდეს, როდესაც ადამიანი ბავშვობაში მნიშვნელოვან უბედურებას განიცდის.

 


კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრეულ ასაკში ძალადობას, უგულებელყოფას, სიღარიბეს და ოჯახურ პრობლემებს განიცდიდნენ, ტვინი უფრო სწრაფად უბერდებათ და მოგვიანებით შეიძლება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდეთ.

 


„ჩვენ არ ველოდით რომ ტვინზე ზემოქმედება ასე გამოხატული იქნებოდა სტრესის ამ მოკლე პერიოდში. საუბარია 1 წელიწადზე“, - დასძინა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

 

 

მკვლევრები მშობლებსა და მეურვეებს ურჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას - დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების გამოვლენას, რომ თავიდან იქნას აცილებული სამომავლო გართულებები.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up