ახალი კვლევის თანახმად, სულ უფრო მეტი მოზარდი ამბობს უარს ალკოჰოლის მიღებაზე, რაც სახელმწიფო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიების ერთობლივი მუშაობის შედეგია, წერს Bloomberg Opinion-ი.
როგორც კვლევის ავტორი ლიზა ჯარვისი ამბობს, იგივე მასშტაბის ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ მოზარდებში გაზრდილი კანაფის მოხმარება შემცირდეს და უკეთეს შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული, რადგან კვლევა აჩვენებს, რომ მოზარდებში მარიხუანას მოხმარება გაზრდილია და ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდები ალკოჰოლურ სასმელს კანაფით ანაცვლებენ.