2022 წლის 9 თვის მონაცემებით მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაიმ“ „თიბისის“ აჯობა. 2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდული სადაზღვევო პრემია პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სულ 704,5 მილიონი ლარი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (132.5 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (114.4 მლნ ლარი), მესამე ადგილზე „ალდაგი“ (103.5 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა „იმედი L“ (65.3 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (63.8 მლნ ლარი) იკავებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიების რიგითობა განსხვავებული იყო. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (112.87 მლნ. ლარი) ლიდერობდა, შემდეგ ადგილზე „ალდაგი“ (96.78 მლნ ლარი) იყო, მესამეზე „თიბისი“ (83.19 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზე „იმედი L“ (61.54 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (53.12 მლნ ლარი) იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 14%-ით შემცირებულია, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 44.3 მილიონი ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 1,007.1 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 309.1 მილიონ ლარს შეადგენდა. 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიების აქტივები - 976.9 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 282.7 მილიონ ლარს შეადგენდა.