2022 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაიმ“ „თიბისის“ გადაუსწრო. 2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სულ 909,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.7%-იანი ზრდას აჩვენებს. ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
გასული წლის 12 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (165 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (153 მლნ ლარი), მესამე ადგილზე „ალდაგი“ (137 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „არდი“ (85 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს „იმედი L“ (82 მლნ ლარი) იკავებს.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიების რიგითობა განსხვავებული იყო. 2021 წლის 12 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (140.4 მლნ. ლარი) ლიდერობდა, შემდეგ ადგილზე „ალდაგი“ (123.2 მლნ ლარი) იყო, მესამეზე „თიბისი“ (115.9 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზე „იმედი L“ (74.1 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (67.4 მლნ ლარი) იკავებდა.
2022 წელს მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 210,3 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,2 მილიონი ლარი (2021 წელს 40 მლნ ლარი იყო). სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 105,5 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს.