მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი

მრავალფუნქციური კაშხლების მრავალფეროვანი სარგებელი

access_time2020-06-26 18:10:56

დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული კაშხლოვანი ჰესების 40% (10 000–მდე კაშხალი) მრავალფუნქციურია: მათი დანიშნულება არა მხოლოდ ელექტროგენერირება, არამედ ირიგაცია (5977 კაშხალი), სასმელი წყლით მომარაგება (4334 კაშხალი), წყალდიდობების მართვა (4789 კაშხალი), რეკრეაცია (2879 კაშხალი), ნაოსნობის განვითარება და თევზის მოშენებაა (1850 კაშხალი).



მრავალფუნქციური კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურები მრავლად გვხვდება აშშ–სა და ევროპაში. დიდწყალსაცავიან ჰესებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივი ეკონომიკის არაერთი მიმართულების ზრდასა და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში.


წყალსაცავების მრავალფუნქციურობა გასული საუკუნის 30–იანი წლებიდან გახდა პოპულარული, როდესაც მათ დანიშნულებად სწორედ კონკრეტული რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარება იქცა. შედეგი თვალსაჩინოა: იგივე აშშ–ში, არიზონაში მდებარე წყალსაცავმა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ მთელი რეგიონის ეკონომიკა სწრაფად გამოაცოცხლა. ანალოგიური დატვირთვის ჰესები უხვად გვხვდება ალპებში, ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც ენგურჰესისა და ჟინვალჰესის სახით.


რა ვითარებაა საქართველოში?


საქართველოში ამგვარი კაშხლები თითზე ჩამოსათვლელია. ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც თბილისიდან სულ 1 საათის სავალზე მდებარეობს, მთელი დედაქალაქის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, წყალსაცავი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც სარეკრეაციო ზონა.


მეორე ასეთ ჰესზე - ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ოაზისის შექმნა იგეგმება. ეს პირველი ინდუსტრიული ძეგლია საქართველოში, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის - გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, ექსტრემალური ატრაქციები, ასევე საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები.


ანალოგიური მრავალფუნქციური დატვირთვის იქნება ნენსკრა ჰესიც, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში, ბოლო დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8 კმ–ის მოშორებით, მთებში შენდება. კაშხლის წყალსაცავის საპროექტო ტერიტორია ისტორიულად დაუსახლებელია და იქ არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არსებობს. მრავალფუნქციური წყალსაცავის აშენების შედეგად შესაძლებელი იქნება წყალდიდობის მართვა, ჭუბერისა და ნაკრას ხეობების მდგრადი განვითარება ინფრასტრუქტურული პროექტებითა და შემდგომში ტურისტული ნაკადების მოზიდვით.



ნენსკრა ჰესის კაშხალს ტექნიკურ ზედამხედველობას უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია „შტუკი“ (Stucky Ltd) უწევს. ეს მოწინავე საპროექტო და საკონსტრუქტორო კომპანია დაარსების დღიდან (1926 წ.) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. მას შვეიცარიასა და მის ფარგლებს გარეთ კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, გაფართოებისა და აღდგენის 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. „შტუკის“ პორტფოლიოში 150 მეტრზე მეტი სიმაღლის 20-ზე მეტი კაშხალია. კომპანიას საქართველოში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. 1990–იან წლებში მან ენგურჰესის რეაბილიტაცია და კაშხლის უსაფრთხოების ამაღლების სამუშაოები განახორციელა.


რა დამატებითი ფუნქციები ექნება ნენსკრა ჰესის კაშხალს?


ნენსკრა ჰესის კაშხლის მარავალფუნქციურობაზე კომპანია „შტუკის“ პროექტის მენეჯერი პიტერ ჯუვიტი საუბრობს:


– რა დამატებითი ფუნქციებით იქნება დატვირთული „ნენსკრა ჰესის“ კაშხალი, ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა?


– პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა წყლის მართვისა და ტურიზმის საკითხს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ნენსკრა ჰესს ექნება, არის მისი სარგებლიანობა ზამთრის პერიოდში, როდესაც ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირადღირებულ იმპორტირებულ ელექტროენერგიას ჩაანაცვლებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ წყალდიდობის სეზონზე - ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში ჭუბერს საკმაოდ დიდი ზიანი ადგება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კი მნიშვნელოვან დროსა და რესურსს მოითხოვს. როდესაც ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში შევა, ასეთი წყალდიდობები წარსულს ჩაბარდება. სწორედ წყალუხვობის პერიოდში - ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მოხდება წყალსაცავის შევსება წყლით, რომელიც ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიის გენერირებას მოხმარდება. რეზერვუარში წყლის დონე დაიკლებს, ხოლო შემდეგ ზაფხულს წყალსაცავი ისევ წყლით შეივსება. სწორედ ამგვარად ხდება წყალდიდობის კონტროლი, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა ამ ადგილისთვის.


მეორე საკითხია რეზერვუარის გამოყენება ტურისტული მიზნებისთვის, რასაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიაში ვხვდებით. რეზერვუარები გამოიყენება ისეთი რეკრეაციული აქტივობებისთვის, როგორიცაა წყლის სპორტი, ნაოსნობა, თევზაობა და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები მეტად დაინტერესდებიან ახლომდებარე მთებით და ეს ადგილები უფრო პოპულარული გახდება ექსტრემალური სპორტის, ლაშქრობის და სხვა აქტივობებისთვის.




ჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, საოჯახო სასტუმროებისა და რესტორნების შექმნას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ჰესის მშენებლობა დასრულდება, ეს ინფრასტრუქტურა მოიზიდავს მეტ დამსვენებელს, რაც მნიშვნელოვანია ამ ხეობების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.


– როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ნამუშევარი კომპანიის წარმომადგენელს, რა ინფორმაციის გაზიარება შეგიძლიათ მრავალფუნქციური კაშხლების შესახებ?


– რაკი მრავალფუნქციური დანიშნულების პროექტებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კაშხლები ასევე გამოიყენება სარწყავი სისტემების წყლით უზრუნველყოფისა და სასმელი წყლით მომარაგებისთვის. მსოფლიოში საკმაოდ ბევრი კაშხალი არსებობს, რომელთა პირველადი დანიშნულება სწორედ ირიგაცია და წყალმომარაგებაა, ხოლო შემდეგ მოდის ელექტროენერგიის გენერაცია. ეს ფუნქციები მნიშვნელოვანია, რადგან მრავალმხრივი ეკონომიკური სარგებელი გააჩნიათ. ამასთან, კლიმატის ცვლილებების პირობებში აუცილებელია, სამომავლოდ წყლის მარაგი გაგვაჩნდეს.



ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ მსოფლიოში ჰიდროენერგეტული დანიშნულების კაშხლების მრავალფუქციურად გარდაქმნის პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, არსებულ ინფრასტრუქტურას ამატებენ წყლის მილებს, ან წყლის რესურსს იყენებენ სარწყავად, რაც ჰესის თავდაპირველ დიზაინში არ იყო გათვალისწინებული. ასე, რომ ამგვარი პროექტები საკმაოდ მოქნილია და შესაბამისი დიზაინისა და დაგეგმარების მეშვეობით, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება.



NS (მასალა მოამზადა pia.ge-მ)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up