მრავალფუნქციური კომპლექსი დელისზე -  პროფკავშირების ტერიტორია დღის წესრიგში დაბრუნდა

მრავალფუნქციური კომპლექსი დელისზე - პროფკავშირების ტერიტორია დღის წესრიგში დაბრუნდა

access_time2023-03-27 20:30:26

დელისის მეტროს მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი დღის წესრიგში დაბრუნდა. კომპლექსის გეგმარებითი დავალება საკრებულოსთან უკვე შეთანხმდა. პროექტის მიხედვით, პროფკავშირების ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობა განიხილება.


პროექტის დამკვეთი კომპანია “დელისი დეველოპმენტია”, რომელიც როგორც ირკვევა, ტერიტორიის მესაკუთრეებს მის განვითარებაში ეხმარება. შპს “დელისი დეველოპმენტის” 70%-იან წილს გიორგი ყავლაშვილი, ხოლო 30%-იან წილს ისრაელის მოქალაქე იოჰანან ელიგულა ფლობს.


როგორც შპს დელისი დეველოპმენტის 70%-იანი წილის მფლობელი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე გეგმარებით დავალება შეთანხმებულია, თუმცა მას შემდეგ რაც განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმდება, გადაწყდება უშუალოდ ფართის მესაკუთრეები განახორციელებენ პროექტში ინვესტიციას თუ ახალი ინვესტორის მოძიება გახდება საჭირო.


დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მცდელობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მაშინ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კომპანია ნიბა ინვესტს და ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძეს სურდა, თუმცა პროექტი, რომელიც 2008 წელს დაიწყო, 2 წელიწადში შეჩერდა.


როგორც ირკვევა აღნიშნული ტერიტორიის ნაწილს ისევ ფლობს კომპანია შპს “დელისი”, რომლის წილის მფლობელი “ნიბა ინვესტია”.


როგორც “ნიბა ინვესტის” მეწილე ბაკურ კიღურაძე BM.GE-თან აცხადებს, ის პროექტის განხორციელებას ამჯერად “დელისი დეველოპმენტთან” ერთად ცდილობს. მისი თქმით, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო მოცულობა 20 მილიონი დოლარია.


რაც შეეხება პროექტის დეტალებს, რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, წარმოდგენილი გეგმარებითი დავალების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის პროფკავშირების შენობის. თუმცა დაგეგმილია პროფკავშირების შენობაზე არსებული მოზაიკის შენარჩუნება და მისი ერთ-ერთ საპროექტო ობიექტზე მოწყობა. ასევე აღნიშნულ ნაკვეთებზე სპეციალური ზონალური ნებართვის ფარგლებში მოხდება საცხოვრებელი ფუნქციის გადამეტება 75 პროცენტამდე, დამკვეთი კი ამის სანაცვლოდ თანახმაა შესაბამის მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე.


ამ ეტაპზე საკრებულომ აღნიშნული პროექტის გეგმარებით დავალებას დადებითი შეფასება მისცა. შემდეგი ეტაპი, უკვე უშუალოდ გრგ-ს შეთანხმებაა, რომელზეც დასტურსაც კომპანიაში 2 თვის ვადაში ელოდებიან.



bm.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up