90 წლის უილიამ შეტნერი, რომელმაც საკულტო სერიალ „ვარსკვლავურ გზაში“ კაპიტან კირკის როლი შეასრულა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეტნერი ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin მიერ ორგანიზებული ფრენის მონაწილე გახდა, რომელიც 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დედამიწაზე დაბრუნებულმა მსახიობმა თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
„დაუჯერებელია. ეს მსოფლიოში ყველამ უნდა გააკეთოს“, - განაცხადა მან.