უცნაური და პროვოკაციული ფეხსაცმლით ცნობილმა MSCHF-მა Big Red Boots - „დიდი წითელი ჩექმები“ წარმოადგინა, რომელიც 350 დოლარი ღირს.
ჩექმის შემქმნელები შთაგონებული იყვნენ იაპონური მანგას მთავარი გმირის Astro Boy-ის იმიჯით, რომელიც გასულ წელს 70 წლის გახდა. შედეგად კი რეზინის მსგავსი პოლიმერული წყალგაუმტარი ჩექმა მიიღეს.
ჩექმები გაყიდვაში 16 თებერვალს გამოვიდა და MSCHF-ის ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. წითელი ჩექმა სოციალურ ქსელებში ვირუსულულად გავრცელდა. მომხმარებლები სარა სნაიდერის სარეკლამო ფოტოებს აზიარებენ და მას Super Mario-ს თამაშის პერსონაჟს და რონალდ მაკდონალდს ადარებენ.
MSCHF ბრუკლინში დიზაინერთა გუნდმა 2016 წელს დაარსდა. მან პოპულარობა პროვოკაციული ფეხსაცმლის მოდელების წყალობით მოიპოვა, რაც ზოგჯერ გახმაურებული სკანდალებისა და სამართალწარმოების მიზეზი ხდებოდა. კომპანიამ გამოუშვა სპორტული ფეხსაცმელი სახელწოდებით Satan Shoes ადამიანის სისხლით და Nike-ის ლოგოს გამოსახულებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკული სპორტული ტანსაცმლის ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ფეხსაცმლის შექმნასთან და სარჩელი შეიტანეს MSCHF-ის წინააღმდეგ. ბრუკლინის დიზაინერები იძულებულნი გახდნენ, გაყიდვიდან სპორტული ფეხსაცმელი ამოეღოთ.