მსესხებლების 12.4%-ს ვადაგადაცილება აქვს - კრედიტინფო

მსესხებლების 12.4%-ს ვადაგადაცილება აქვს - კრედიტინფო

access_time2021-12-02 18:00:00

საფინანსო სექტორში მსესხებლების 12.4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.


საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველოს“ ოქტომბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მსესხებლების დაახლოებით 9%-ს ვადაგადაცილება აქვს. კერძოდ, საბანკო სექტორში 150 ათასამდე მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდის ფარგლებში ვადაგადაცილება უფიქსირდება.


კიდევ უფრო მაღალია პრობლემური სესხების წილი არასაბანკო საფინანსო სექტორში, სადაც ეს მაჩვენებელი 18%-ს აჭარბებს. არასაბანკო საფინანსო სექტორში 607 ათასი მსესხებლიდან 110 ათასზე მეტ მსესხებელს აქვს ვადაგადაცილება.



როგორც საფინანსო ორგანიზაციებში აცხადებენ, 2020 წელთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების წილი შემცირებულია. თუმცა მათი ნაწილის თქმით, მსგავსი სესხების მოცულობა მოსალოდნელზე დაბალი ტემპით მცირდება, რისი მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და გაუარესებული ეპიდვითარებაა.


„საფინანსო ინსტიტუტებს და მათ მსესხებლებს აუცილებლად სჭირდებათ პროგნოზირებადი გარემო, ახლა კი ასეთი გარემო არ გვაქვს, ეპიდვითარება გაუარესებულია და არც ვაქცინაციის ტემპია მაღალი. შესაბამისად, ეს აისახება ვადაგადაცილებული სესხების ზრდაშიც. შარშანდელთან შედარებით მსგავსი სესხების მოცულობა შემცირებულია, თუმცა ეს მაჩვენებელი ისეთი ტემპებით არ მცირდება, როგორც ამას მაგალითად ზაფხულში ველოდით. არსებული არაპროგნოზირებადი გარემო განსაკუთრებით უარყოფითად აისახება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მსესხებლებზე, რომელთა უდიდეს ნაწილს ფიზიკური პირები და მიკრომეწარმეები წარმოადგენენ“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ MBC-ის დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა.


ცნობისთვის, “კრედიტინფოს” ბაზაში მხოლოდ 3 მლნ ლარამდე მოცულობის სესხების შესახებაა ინფორმაცია მოყვანილი. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მონაცემებს უმოქმედო სესხებთან დაკავშირებით, მარეგულირებლის ინფორმაციით, მსგავსი სესხების წილი საბანკო სექტორში ბოლო თვეების განმავლობაში 8.5%-დან 6%-მდე შემცირდა.



წყარო: businessformula.ge

თეგები:
კრედიტინფო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up