თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გასული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ „დინამოს“ მიმდინარე წელს ძალიან ბევრი სიახლე ექნება, მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სპონსორებთან მუშაობა.
“გვექნება ძალიან ბევრი სიახლე. სპონსორებთან მუშაობა მიმდინარეობს და “დინამოში” ძალიან მნიშვნელოვანი სპონსორები შემოვლენ. ეს პროცესი უახლოს პერიოდში გადამწყვეტ ფაზაში შევა. ძალიან სერიოზული სპონსორული და პარტნიორული თანამშრომლობა იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ნაბიჯი ბოლო 11 წელიწადში, რაც “დინამოს” პრეზიდენტი ვარ, პირველად გადავდგი.
ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ყველას დაანახა, რომ არის ბრძოლისუნარიანი. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ის გამარჯვების ჟინი, რომელსაც ვხედავთ, ვფიქრობ, არის წინაპირობა, რომ ევროსარბიელზე წარმატებულად გამოვიდეთ“, - აღნიშნა რომან ფიფიამ.