მშენებლობა განვადებით - დეველოპერული ბიზნესის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევები

მშენებლობა განვადებით - დეველოპერული ბიზნესის ახალი შესაძლებლობა და გამოწვევები

access_time2022-02-21 10:00:49

„მშენებლობა განვადებით“ - ეს ერთი მთავარი საკითხია, რაზეც 17 თებერვალს,  მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრისას იმსჯელეს.  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ინიციატივის თანახმად, სამშენებლო ბიზნესს მთავრობა მისცემს გარანტირებულ დაკვეთას სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის, თანხას კი განვადებით, 5-6 წლის განმავლობაში გადაიხდის.


მთავრობის ახალი პროგრამას ,,კომერსანტთან“ დადებითად აფასებენ როგორც სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საფინანსო ბაზრის სპეციალისტები, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნებიც. როგორც მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს,  ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და სანახავი, ვინაიდან უცნობია, ინიციატივა როგორ შეუწყობს ხელს სამშენებლო სექტორს არსებული პრობლემის მოგვარებაში.


,,ახალი პროგრამის მიზანია, რომ მოკლე პერიოდში მოხდეს თანხების საქართველოს ეკონომიკაში ჩაშვება. ამ მხრივ აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობთ, რომ  ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა რა გავლენას მოახდენს უშუალოდ სექტორის საქმიანობაზე, წინასწარ შეფასება გამიჭირდება. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და სანახავი, მაგალითად, არ ვიცით, რა პროდუქცია როგორ უნდა შეიძინონ. მთლიანობაში, პრემიერის ეს შეთავაზება არის გამართული, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, გაიწეროს და აისახოს ხელშეკრულებაში. ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო საკითხია ბინების სპეციფიკაცია, სად შენდება  - თბილისში თუ რეგიონებში, ფასთა ნუსხა როგორია და სხვა, რასაც თანმიმდევრულად გაეცემა პასუხი. ამასთან, გარკვეული მუშაობა წარიმართება, რომ განხორციელდეს  ბინათმშენებლობა პოლიციელებისთვის, სამხედროებისა და დევნილებისთვის, რაშიც  დეველოპერული ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ პროდუქციასაც წარადგენენ“, -  ამბობს  როსტომაშვილი.


სამშენებლო კომპანიების ნაწილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რაზეც კომპანია ,,ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ კომუნიკაციის დიდი დეფიციტია.



,,ბოლო წლებში მთავრობისა და სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრებს ვერ ვესწრებით. საერთოდ, კომუნიკაციის საშუალება არ გვაქვს. არსებობს ერთი მხარე - მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესი, რომელსაც ოფიციალურ შეხვედრებზე იწვევენ და უსმენენ, ხოლო მეორე მხარესაა კომპანიების უმეტესობა, რომლებსაც ამის ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვს.  ყველა შეხვედრას ყოველთვის მსხვილი  კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.  საშუალო კომპანიებს იგნორირებას უწევენ, ისინი ფაქტობრივად მარტო უმკლავდებიან პრობლემას, რაც საბოლოოდ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის მიზეზი ხდება“, - ამბობს ჯაყელი ,,კომერსანტთან“


მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვერც ,,აი ჯი ეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე დაესწრო.


,,შესაძლებლობა რომ მქონოდა, დავესწრებოდი, მაგრამ არ მოვუწვევივართ. მით უმეტეს, ისეთი საკითხი გაჟღერდა - სამშენებლო განვადება, რითაც ძალიან ვარ დაინტერესებული. დეტალებს გავეცნობი და გაირკვევა, მექნება თუ არა ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა. თუკი პირობები მისაღები იქნება, დიდი ალბათობით, ჩავერთვები“, - ამბობს დეველოპერი.


შეგახსენებთ, რომ სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზება იგეგმება. მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, საუბარია ხელშეკრულებების გაფორმებაზე სამშენებლო კომპანიებთან, სადაც დამკვეთი სახელმწიფო იქნება, თანხას კი ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის კომპანიები რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ. ამ კრედიტების გარანტორი მთავრობა იქნება, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიას დაფინანსებას განვადების გზით გადაუხდის. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up