მიმდინარე წლის თებერვალში იანვართან შედარებით მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 5.7 %-ით შემცირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობისდარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.