მშენებლობის ნებართვის მისაღებ დოკუმენტებს გამწვანების პროექტის მომზადება დაემატება

მშენებლობის ნებართვის მისაღებ დოკუმენტებს გამწვანების პროექტის მომზადება დაემატება

access_time2022-10-20 21:30:49

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით წარსადგენ დოკუმენტებს შორის გამწვანების პროექტის შემუშავება და შეთანხმება შემოდის. კანონპროექტის პრინციპებზე, პირველი მოსმენით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ისაუბრა.


მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსში ცვლილებები განპირობებულია სამშენებლო ნებართვისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების ფარგლებში გამწვანების - ე.წ. დენდროლოგიური პროექტის შემოტანის საკითხით. „აღნიშნული რეგულირება თბილისში 2019 წლიდან მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე, საჭიროა წინასწარი აღწერისა და ზოგადი დენდროლოგიური პროექტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რომელიც პროექტირებისა და ნებართვის გაცემის ეტაპზე ნებართვის განუყოფელ ნაწილად გადაიქცევა. პროექტის ექსპლუატაციაში მიღებისა და ჩაბარების შემდგომ მოწმდება, როგორც სხვა სანებართვო პირობების შესრულება, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესრულება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


კანონპროექტის მიხედვით, დეველოპერი ვალდებული იქნება მშენებლობის ნებართვის მიღების შემდგომ განათავსოს შესაბამისი დაფა, რომელშიც დენდროლოგიური პროექტის, გამწვანების შესახებ იქნება მოცემული ინფორმაცია. ამასთან, დენდროლოგიური პროექტი დასრულებულად ჩაითვლება ექსპლუატაციის მიღების შემდგომ და მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მეპატრონეს გადაეცემა.



კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იგივე ვალდებულებები განაშენიანების გეგმაზეც გავრცელდება. ამასთანავე, დენდროლოგიური პროექტი სავალდებულო არ იქნება ინდივიდუალური პროექტებისთვის, როგორც მშენებლობის ნებართვის ეტაპზე, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში.


„კანონპროექტიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება მისი ამოქმედების შემდგომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის წესებში. ასევე მუნიციპალიტეტებისთვის შემოდის ვალდებულება განსაზღვრონ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალი, რომელიც ადექვატურია თითოეული რეგიონისთვის არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.


„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up