მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი იზრდება

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი იზრდება

access_time2022-09-26 14:00:38

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვის მოსაკრებელი იზრდება. აღნიშნულს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ კანონი ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. 


როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა გაიცემა მუნიციპალიტეტების მიერ. ცხადია ნებართვის გაცემა დაკავშირებულია შესაბამის ადმინისტრაციულ რესურსთან, როგორც ადამიანური ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით. ამასთან, რაც მეტია მოთხოვნა, რასაკვირველია მეტია რესურსის საჭიროებაც.


დღეის მდგომარეობით, მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს, რაც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით საგრძნობლად დაბალია.


შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე.



ამასთან, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის). ამასთანავე, იმის გათვალისწინებით რომ მოსაკრებლის გადამხდელისათვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე.


„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს (მუნიციპალიტეტებს) მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა ბიუჯეტში (გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და შესაბამის მუნიციპალიტეტსაც, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლება მის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა კანონით დადგენილ მაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში). დამატებითი რესურსის მობილიზება კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს.


კანონპროექტის მიღება, გავლენას იქონიებს თავად სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ეტაპობრივად, წლების მიხედვით მოხდება სანებართვო მოსაკრებლის ოდენობის ზრდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდილი გაზრდილი ოდენობა, რომელიც სრულად მიიმართება ადგილობრივ ბიუჯეტში, ერთმნიშველოვნად შეუწყობს ხელს პროცესის ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.


კანონპროექტის მიხედვით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა კვლავ რჩება იგივე ოდენობა (არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს), ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის იზრდება და არ უნდა აღემატებოდეს 11 ლარს, ასევე სხვა დანარჩენი შემთხვევისათვის იზრდება დადგენილი მოსაკრებელი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს.


კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტში წლიური შემოსულობა სანებართვო მოსაკრებლიდან არის საშუალოდ 12,5 მილიონი ლარი. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ცხადია ეს თანხაც გაიზრდება პროპორციულად, წლების მიხედვით (დაახლოებით იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხდება მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა წლების მიხედვით).


ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზემოაღნიშნულ გავლენას იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ადმინისტრაციულ საზღვრებში გაიზარდოს მოსაკრებლის უკვე დადგენილი ოდენობა კანონით განსაზღვრული ზედა ზღვრის ფარგლებში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up