გასულ უქმეებზე სტუდია Universal-ისა და Illumination-ის ანიმაციური ფილმის - „მინიონები: გრუს აღზევება“, ბილეთების გაყიდვამ 108 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
„საზიზღარი მე“-ს მეხუთე ფილმმა საერთაშორისო კინოგაქირავებაში დამატებითი 93,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ამით კი მისი შემოსავალი 202 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დარბაზებში დამსწრე საზოგადოების 68% ოჯახურად ესწრებოდა კინოსეანსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი პანდემიის შემდეგ, მშობლები კინოდარბაზებში ბრუნდებიან.
ორშაბათიდან ფილმი შეერთებულ შტატებსა და კანადაში გამოვა, შესაბამისად, მას დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაემატება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ჯამური მოგება შაბათ-კვირას 128 მილიონ დოლარს მიაღწევს.
bpn.ge