მსოფლიო ბანკი და სსფ ქვეყნებს სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

მსოფლიო ბანკი და სსფ ქვეყნებს სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდებენ

access_time2022-07-17 10:00:52

კორონავირუსის პანდემიამ, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ და უკრაინაში ომმა სერიოზულად შეაფერხა სურსათის, საწვავის და სასუქების ბაზრები, - აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივ განცხადებაში.


სპეციალისტებმა მოითხოვეს რიგი ღონისძიებების გატარება ეკონომიკური რისკების შესამცირებლად, კერძოდ, სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა, რაც, ავტორების აზრით, ფასების მატებას იწვევს.


მსოფლიო სასურსათო პროგრამის მიხედვით, ივნისისთვის, იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც საკვების მწვავე დეფიციტი წინაშე დგანან, 82 ქვეყანაში 345 მილიონს მიაღწია. დაახლოებით 25 ქვეყანამ დააწესა სურსათის ექსპორტის შეზღუდვები, რაც გავლენას ახდენს მსოფლიო საკვებით ვაჭრობის 8%-ზე მეტზე, ხოლო სასუქების ფასები გასულ წელს გაორმაგდა.



სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გვთავაზობენ შემდეგი ზომების გატარებას:
დაუყოვნებელი დახმარება გაეწიოს დაუცველ მოსახლეობას;
ვაჭრობისა და საერთაშორისო საკვების მიწოდების ხელშეწყობა;
წარმოების გაზრდა;
ინვესტირება კლიმატისადმი მდგრად სოფლის მეურნეობაში


განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიოს ასწავლა, რომ გლობალური ვაჭრობის შეზღუდვების შემოღება პირდაპირ იწვევს სურსათზე ფასების ზრდას.


„ექსპორტის შეზღუდვების მოხსნა და ინსპექტირებისა და ლიცენზირების უფრო მოქნილი მეთოდების დანერგვა ხელს შეუწყობს მიწოდების შეფერხებების მინიმუმამდე შემცირებას და ფასების შემცირებას“, - აცხადებენ ექსპერტები.


აღნიშნულ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს: მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, WFP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up