მსოფლიო ბანკი: დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება

მსოფლიო ბანკი: დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება

access_time2022-02-08 14:40:00

„მსოფლიო ბანკი“ მიიჩნევს, რომ დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის და ფინანსური სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ საქართველოს საფინანსო სექტორის შეფასების ფარგლებში გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში ნათქვამია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ ლარიზაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სტაბილურობაზე დადებითი გავლენა იქონია. თუმცა მსოფლიო ბანკი ასევე მიუთითებს, რომ პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაციის არსებული დონე საქართველოს ეკონომიკისთვის კვლავაც რისკის შემცველია.

კერძოდ, „მსოფლიო ბანკის„ შეფასებით, ფინანსური სტაბილურობისთვის კვლავ პრობლემად რჩება არაჰეჯირებული მსესხებლების საკრედიტო რისკები, მეორე მხრივ კი დეპოზიტების მიმართულებით მაღალი დოლარიზაცია ლარის სესხებზე მაღალ განაკვეთებს იწვევს.

ეროვნულ ბანკში დოლარიზაციის დონის შემცირების ტემპით კმაყოფილები არიან, თუმცა ამბობენ, რომ არსებული მაჩვენებელი კვლავაც მაღალია. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ საბანკო სისტემაში უცხოური ვალუტის წილის უფრო სწრაფად შემცირებას ბოლო წლების განმავლობაში მომხდარმა შოკებმაც შეუშალა ხელი.


“დედოლარიზაცია ზოგადად გრძელვადიანი პროცესია და ჩვენი ინსტრუმენტებით ამ ტრენდის მყისიერი შეცვლა შეუძლებელია. თუმცა მაინც კარგი ტენდენცია გვაქვს, მაგალითად, სესხების მიმართულებით უკვე თითქმის მივუახლოვდით 50%-იან ლარიზაციის მაჩვენებელს. ჩვენ წელს უკვე ახალი რეგულაციაც შემოვიღეთ, რომელიც უცხოური ვალუტის იპოთეკურ სესხებს ეხება. ვხედავდით, რომ მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, იზრდებოდა ინტერესი უცხოური ვალუტის სესხების მიმართ და ეს დამატებით რისკებს ქმნიდა ფინანსური სტაბილურობისთვის. შესაბამისად, ველით, რომ ახალი რეგულაციის შედეგად, შემცირდება მსგავსი ტიპის იპოთეკური სესხები, ასევე მომხმარებლების ნაწილი ეროვნული ვალუტის იპოთეკურ სესხებზე გადმოერთვება“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის. ბოლო მონაცემებით, საბანკო სექტორში ლარის სესხების წილი თითქმის 50%-მდეა გაზრდილი. თუმცა შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება დეპოზიტების დოლარიზაცია და ანაბრების 60% კვლავ უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის დასაჩქარებლად ახალი რეგულაციები აამოქმედა. მათ შორის, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 10 წლამდე შემცირდა, რითაც მარეგულირებელი მსგავსი სესხების შემცირებას ისახავს მიზნად.

წყარო: businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up