მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში მძლავრი ეკონომიკური ზრდის პარალელურად

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში მძლავრი ეკონომიკური ზრდის პარალელურად

access_time2021-10-06 13:00:00

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაწყებული სწრაფი აღდგენის პროცესმა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურება განაპირობა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.


„ახლანდელი პროგნოზით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა 2021 წელს 5.5 პროცენტით გაიზრდება, რაც მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებელია. 



აღმავლობა ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპით წლის პირველ ნახევარში, რაც ევროზონაში ეკონომიკის გამოცოცხლებას და სასაქონლო ფასების მკვეთრ ზრდას მოჰყვა. ასევე შიდა მოთხოვნა მომძლავრდა ვაქცინაციისა და დახმარებების პაკეტების ფონზე. თუმცა, ექსპორტის ზრდა შეიძლება შენელდეს COVID-19-ის უფრო გადამდები ვარიანტების გლობალური და რეგიონული გავრცელების გამო, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია რეგიონული შიდა მოთხოვნის აღდგენისათვის.



2020 წელს სამხრეთმა კავკასიამ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის გამოშვების უმწვავესი ვარდნა განიცადა, რომელიც 5 პროცენტზე მეტით შემცირდა. გამოშვების მოცულობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო მოხმარებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანმა მატებამ, 2021 წელს მკვეთრად, 5.8 პროცენტით გაიზრდება, სადაც საქართველოს წამყვანი პოზიცია ენიჭება 8 პროცენტიანი აღმავლობით. 2022 წლისთვის მოსალოდნელია საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.5 პროცენტამდე შენელება, ხოლო 2023 წელს 5 პროცენტს მიუახლოვდება მაკროეკონომიკური მხარდაჭერის შეწყვეტის პარალელურად.



“სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2020 წლის შოკის შემდგომი აღმავლობა ძალას იკრებს, რასაც ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის ზრდა და სავაჭრო პარტნიორების მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, მზარდი ინფლაციის და შრომის ბაზრის სუსტი მაჩვენებლების პირობებში, ვაქცინაციის ტემპის ამაღლება კრიტიკულ პრიორიტეტად რჩება. გარდა ამისა, მდგრადი აღდგენა „მწვანე“, ურყევი და ინკლუზიური უნდა იყოს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებულ რეფორმებს, ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას და ინოვაციების თუ ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობას შეუძლია პროდუქტიულობის ამაღლება, ხოლო ეკონომიკური ბუფერების აღდგენა და კლიმატის ცვლილებისათვის მზადყოფნა ეკონომიკური ზრდის სიმტკიცეს უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.




საგარეო და ადგილობრივი მოთხოვნის სტაბილიზაციის და პანდემიის საწინააღმდეგო სტიმულირების დასრულების პირობებში, 2022 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ზრდა სავარაუდოდ, ზომიერი იქნება 3.4 პროცენტამდე. პანდემიის გაგრძელება, განსაკუთრებით კი, ვაქცინაზე არათანაბარი წვდომა და ყოყმანი, სამომავლო ვითარებას გაურკვეველს ხდის. რეგიონულ აღდგენას თან ახლავს ინფლაციის დაჩქარება და ფინანსური სტრესის მიმართ მოწყვლადობა, რაც შეიძლება გარე დაფინანსების პირობების მოულოდნელი გამკაცრებით ან პოლიტიკის გაურკვევლობის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მკვეთრი ზრდით იქნას გამოწვეული.



სპეციალური ანალიტიკური ანგარიში „კონკურენცია და ფირმების აღდგენა Covid-19 -ის შემდეგ“ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული საწარმოთა და ბიზნესის კვლევების მონაცემთა საფუძველზე მომზადდა. იგი მიუთითებს, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი გავლენა იქონია ფირმებზე. რეგიონის საწარმოებში ყოველთვიური გაყიდვები და სრული განაკვეთით მომუშავე პერსონალის რაოდენობა საშუალო მაჩვენებლებით მნიშვნელოვანად დაეცა. მიმდინარე წლის მაისისთვის ყოველი ოთხი ფირმიდან ერთი მაინც ელოდა ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. შედარებით მცირე, ახალგაზრდა ფირმებმა, რომლებსაც ქალები მართავდნენ, ვერ შეძლეს გაყიდვების გაუმჯობესება თავდაპირველი ვარდნის შემდეგ.



კრიზისები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბევრი ფირმისთვის, მაგრამ ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობიდან მეტად პროდუქტიულ საქმიანობაზე რესურსების გადანაწილებით, მათ ხშირად შეუძლიათ გამოსავლის პოვნა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ბაზრების მქონე ქვეყნებში. მართლაც, ფირმები, რომლებიც კრიზისამდე მაღალი შრომითი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ, განიცდიდნენ გაყიდვების და შრომითი რესურსების ბევრად ნაკლებ ვარდნას, ვიდრე ფირმები, სადაც კრიზისამდე შრომის დაბალი ნაყოფიერება აღინიშნებოდა. ასევე, შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმები უფრო მეტად ახდენდნენ კრიზისთან ადაპტირებას ონლაინ აქტივობის და დისტანციური საქმიანობის საშუალებით.



„კონკურენციის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ის ასოცირდება დინამიზმთან, ახდენს ფირმებში ინოვაციების წახალისებას, შედარებით ეფექტიან ფირმებს აიძულებს შევიდნენ ბაზარზე და გაფართოვდნენ, ნაკლებად ეფექტიანი საწარმოების ბაზრიდან გასვლისასთან პარალელურად. ქვეყნებში, სადაც არსებობს კონკურენტული ბაზრები და კონკურენციის ხელშემწყობი პოლიტიკა ძლიერია, ეს გადანაწილება შედარებით უფრო პროდუქტიული ფირმების მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბურია“, -აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ - კუნტმა.



რამდენადაც ქვეყნები ეკონომიკური აღდგენის ფაზაში შედიან, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებლებმა განსაზღვრონ მხარდაჭერის ღონისძიებების ეტაპობრივი დასრულება, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ასევე ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკურენტული ბიზნესგარემოს გაძლიერებაზე, რომელიც სწრაფი აღდგენის, კრიზისების მიმართ მედეგობის და გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ელემენტია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up